ეპიზოდი
II
ტრეფიკინგის
მსხვერპლი
მშობლები
ადრე დავკარგე, ბებო მზრდიდა არასოდეს მიგრძვნია რომ ობოლი ვიყავი, ყოველთვის ყველაფერი
მქონდა ბიძა და ბიცოლა ჩემზე ისე ზრუნავდნენ, როგორც საკუთარ შვილზე, მათ ყველგან დავყავდი,
როგორც ჩემი ბიძაშვილი ანე. სკოლაში გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მუსიკალურ სკოლაში
თავიდან ძალით მიმიყვანეს არ მომწონდა, მაგრამ ჩემს მეორე მშობლებს პატივს ვცემდი და
არასოდეს ვეწინააღმდეგებოდი, მე ცოტა პუტკუნა გოგო ვიყავი შავი თმებით მუდამ შუაზე მქონდა
გადაყოფლი და უკან გადაწეული, ანე კი ჩემგან საერთოდ განსხვავდებოდა, უფრო ლამაზი შავი
ხვეული თმებით ღია თაფლისფერი თავლებით და მუდამ მხიარული. ზოგჯერ ჩემს თავში ვიკეტებოდი
და არ მსურდა არავისთან საუბარი, საჭმელსაც უხმოდ ვჭამდი.
მუსიკალურ
სკოლაში რადგან აღარ ვმეცადინეობდი, გამომიყვანეს, მაშინ მართლაც გამიხარდა, როდესაც
წამოვიზარდე ერთ-ერთ ბავშვთა ანსამბლში ვთხოვე ბებოს შევეყვანე მანაც თვალზე ცრემლმორეულმა
და სახეზე სათნო ღიმილიანმა მთხოვა, რომ დავფიქრებულიყავი და აქედანაც არ გამოვსულიყავი
არ გამეცრუებინა მათი იმედები, მეც გავჯიუტდი... ამიხდა ოცნება სცენაზეც მოვხდი ჩვენს
რაიონში ღონისძიება ან რაიმე კონცერტი არ ტარდებოდა ჩვენს ანსამბლს, რომ არ ემღერა...
ჩემი უბედურებაც ერთ-ერთი კონცერტის დროს დაიწყო...
მოვრჩით სიმღერას, კულისებში ჩემი მეგობრის ნათესავი დაგხვდა ან ორთავეს ყვავილები
მოგვართვა მე ისევ პუტკუნა გოგო ვიყავი და უკვე აღარ ვგრძნობდი დისკომფორტს, მომწონდა
კიდეც ჩემი გარეგნობა, დედის თვალები გაქო, რომ მეუბნებდნენ მიხაროდა მას მუქი შავი
თვალი და ,,მელიის თვალის ჭრილი ქონდა" ( დედა და მამა ავარიაში გარდამეცვალა)
15 წლის ვიყავი მაკიაჟით და ვარცხნილობით ჩემს ასაკზე
დიდი ვჩანდი, გამაცნო ჩემმა მეგობარმა მისი ნათესავი ჩვენ ხელი ჩამოვართვით, ის ჩვენზე
უფროსი იყო მოძველბიჭო, მაპატაიე დაიკო ცოტა ნასვამი ვარ, მარიმ მთხოვა რომ დავსწრებოდი
მის კონცერტს, მე კი მეგობრებს გამოვეპარე და თქვენით მოხიბლული გადავწყვიტე ყვავილები
მომერთმია, მადლობა გადავუხადე მოვუბოდიშე და სახლისკენ გავეშურე...
როგორც
კი საკონცერტო დარბაზიდან გავედი გზად საშინელი ქარი ამოვარდა, თითქოს ავის მომასწავებელი
იყო, გზად თუ რამ მტვერი და ნაგავი იყო ჰაერში ტრიალებდა თვალებს ვერ ვახელდი და ინტუიციით
მივდიოდი უცებ ნაცნობი ხმა მომესმა; და მე მანქანაში აღმოვჩნდი ვერ ვხდებოდი რა ხდებოდა,
ჩემდა დაუკითხავად ერთ ოჯახში აღმოვჩნდი გარედან ჭაღარა შერეული ქალი შემომეგება კოჭლობით
გადამკოცნა და სახლში შემიპატიჟა მე კი ცრემელბი მახრჩობდა... ჩემდა უნებურად ჩემი
მეგობრის ნათესავის ცოლი აღმოვჩნდი, ერთ კვირაზე მეტი მალავდნენ როდესაც ჩემებმა მიპოვეს
ვეღარ დამაბრუნეს, რადგან მაშინ ხალხი რას იტყოდა... იმ ღამესვე მეგობრების გაკავებით
ჩემზე ძალა იხმარა სახეში გამარტყა მისი მეგობრები კი ზურგით იდგნენ ჩვენთან ის კი
ჩემზე ძალადობდა.... ცხრა თვეში პატარა მეყოლა, როდესაც ბავშვი დაიბადა და პასუხისმგებლობა
მოემატა ისევ მიყო დალევას ხელი, ჩემი მეუღლე წითური მაღალი, თხელი ბიჭი იყო მუდამ
,,კრიალოსანით" და ბენდენით კისერზე შემოხვეული დადიოდა, საძმაკაცოც საეჭვო ყავდა,
ორმოცი დღე ჩემ ტკბილ ოჯახში გავატარე, ორმოცი დღის შემდგომ სახლში დაბრუნებულმა მთვრალმა პირველად დამარტყა ხელი, სამ წლამდე ძლივს გავზარდე შვილი ყოველდღე ვითმენდი მის ალკოჰოლურ
თუ ნარკოტიკულ თრობას.
თვრამეტი
წლის, რომ გავხდი გადავწყვიტე რაიონიდან წავსულიყავი და ბავშვიც წამეყვანა, ჩემოდნები
გავამზადე შუაღამეზე უნდა გავპარულიყავი, როდესაც დედამთილმა დამიჭირა და ჩემი ყოფილი
ქმარი გააღვიძა, იმ ღამეს საშინლად მცემეს ბავშვი ჩამომართვეს და მე მეორე დილით სხვა
რაიონში წამიყვანეს, იქ ჩემი დედამთილის შორეული ნათესავი ცხოვრობდა იმის სახლში ჩამამწყვდიეს
და არ ვიცი სიბნელეში რამდენი ხანი ვიყავი, ჩემს შვილზე ვფიქრობდი, არ მაჩვენებდნენ...
შემდგომ გავიგე თურმე დაკარგულად გამომაცხადეს, სახლიდან წავედი და შვილიც თან წავიყვანე...
ერთ დღეს კარები გაიღო და ჩემმა ყოფლმა ქმარმა ვიღაც ფულიანი თანამდებობის პირი მოიყვანა
რომელსაც ჩემი თავი შესთავაზა, მე კივილი დავიწყე მცემეს, როგორც ჩანს ნარკოტიკით გამაბრუეს
და მან ჩემზე ძალა იხმარა, ასე გრძელდებოდა სამი დღე, ის ფულს ჩემი სხეულის ვაჭრობით
შოულობდა. მიჭირს იმ დღეების გახსენება, ის სახლი ბორდელი აღმოჩნდა, მე კი მისი ერთ-ერთი
მობინადრე... ერთ დღეს ერთ-ერთი კლიენტი მოვიდა და მას პისტოლეტი ვუპოვე გადავწყვიტე
ისე მოვმსახურებოდი, რომ გამეთანგა, მართლაც ჩაეძინა მე კი პისტოლეტით დავიჭერი ვერ მოვახერხე თავის მოკვლა,
დაჭრილს ჩუმად მიმკურნალეს, დაახლოებით ხუთ წელი ვიყავი ამ სახლში. ხუთი წლის მერე მე მკვლელი გავხდი და არ ვნანობ, ჩემი ყოფილი მეუღლე
მოვკალი და ამით ბედნიერი ვარ... მე ის მოვკალი ახლა კი საზღვარგარეთ ვარ და უკვე ამ
წუმპედან ვეღარ და აღარ გამოვალ... მე ისევ სხეულით ვაჭრობ... ისევ იმ წუმპეში ვიძირები...
ჩემი შვილი უკვე დიდი ბიჭია.... ბებო გარდაიცვალა ჩემი დაკარგვიდან რამოდენიმე თვეში,
ნათესავები კი დღემდე მეძებენ და ვერ ამოუხსნიათ თუ რა მომივიდა... მე ჩემს ცხოვრებაზე
უარი ვთქვი და ამ წერილს იმიტომ ვწერ, რომ იქნებ როდესმე ჩემი განცდები ვინმემ ახლოს
მიიტანოს. ახლაც ერთ-ერთი კლიენტიდან ორსულად ვარ და მირჩევნია მარტო ჩემი შვიილი არა
არამედ ცემი თავიც მოვკლა, მაინც სიკვდილი მელის აქ ორმოში დიახ ორმო აქვთ ამოჭრილი
და მეძავებს იქ მარხავენ მე კი ჩემი ხელით მოვიკლავ თავს მშვიდობით დედამიწავ ჩემთვის
ზედმეტად მწარე აღმოჩნდი, ჯოჯოხეთი აქ განვიცადე და იქ აღარ მეშინია...
წერილს ვგზავნი საქართველოში...
P.S მე უკვე აღა ვიქნები ცოცხალი როდესაც
ამას წაიკითხავთ.