3/18/2015

არა ქალთა ძალადობას ეპიზოდი II

ეპიზოდი II
ტრეფიკინგის მსხვერპლი
         მშობლები ადრე დავკარგე, ბებო მზრდიდა არასოდეს მიგრძვნია რომ ობოლი ვიყავი, ყოველთვის ყველაფერი მქონდა ბიძა და ბიცოლა ჩემზე ისე ზრუნავდნენ, როგორც საკუთარ შვილზე, მათ ყველგან დავყავდი, როგორც ჩემი ბიძაშვილი ანე. სკოლაში გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მუსიკალურ სკოლაში თავიდან ძალით მიმიყვანეს არ მომწონდა, მაგრამ ჩემს მეორე მშობლებს პატივს ვცემდი და არასოდეს ვეწინააღმდეგებოდი, მე ცოტა პუტკუნა გოგო ვიყავი შავი თმებით მუდამ შუაზე მქონდა გადაყოფლი და უკან გადაწეული, ანე კი ჩემგან საერთოდ განსხვავდებოდა, უფრო ლამაზი შავი ხვეული თმებით ღია თაფლისფერი თავლებით და მუდამ მხიარული. ზოგჯერ ჩემს თავში ვიკეტებოდი და არ მსურდა არავისთან საუბარი, საჭმელსაც უხმოდ ვჭამდი.
         მუსიკალურ სკოლაში რადგან აღარ ვმეცადინეობდი, გამომიყვანეს, მაშინ მართლაც გამიხარდა, როდესაც წამოვიზარდე ერთ-ერთ ბავშვთა ანსამბლში ვთხოვე ბებოს შევეყვანე მანაც თვალზე ცრემლმორეულმა და სახეზე სათნო ღიმილიანმა მთხოვა, რომ დავფიქრებულიყავი და აქედანაც არ გამოვსულიყავი არ გამეცრუებინა მათი იმედები, მეც გავჯიუტდი... ამიხდა ოცნება სცენაზეც მოვხდი ჩვენს რაიონში ღონისძიება ან რაიმე კონცერტი არ ტარდებოდა ჩვენს ანსამბლს, რომ არ ემღერა...
         ჩემი უბედურებაც ერთ-ერთი კონცერტის დროს დაიწყო... მოვრჩით სიმღერას, კულისებში ჩემი მეგობრის ნათესავი დაგხვდა ან ორთავეს ყვავილები მოგვართვა მე ისევ პუტკუნა გოგო ვიყავი და უკვე აღარ ვგრძნობდი დისკომფორტს, მომწონდა კიდეც ჩემი გარეგნობა, დედის თვალები გაქო, რომ მეუბნებდნენ მიხაროდა მას მუქი შავი თვალი და ,,მელიის თვალის ჭრილი ქონდა" ( დედა და მამა ავარიაში გარდამეცვალა)
15 წლის ვიყავი მაკიაჟით და ვარცხნილობით ჩემს ასაკზე დიდი ვჩანდი, გამაცნო ჩემმა მეგობარმა მისი ნათესავი ჩვენ ხელი ჩამოვართვით, ის ჩვენზე უფროსი იყო მოძველბიჭო, მაპატაიე დაიკო ცოტა ნასვამი ვარ, მარიმ მთხოვა რომ დავსწრებოდი მის კონცერტს, მე კი მეგობრებს გამოვეპარე და თქვენით მოხიბლული გადავწყვიტე ყვავილები მომერთმია, მადლობა გადავუხადე მოვუბოდიშე და სახლისკენ გავეშურე...
         როგორც კი საკონცერტო დარბაზიდან გავედი გზად საშინელი ქარი ამოვარდა, თითქოს ავის მომასწავებელი იყო, გზად თუ რამ მტვერი და ნაგავი იყო ჰაერში ტრიალებდა თვალებს ვერ ვახელდი და ინტუიციით მივდიოდი უცებ ნაცნობი ხმა მომესმა; და მე მანქანაში აღმოვჩნდი ვერ ვხდებოდი რა ხდებოდა, ჩემდა დაუკითხავად ერთ ოჯახში აღმოვჩნდი გარედან ჭაღარა შერეული ქალი შემომეგება კოჭლობით გადამკოცნა და სახლში შემიპატიჟა მე კი ცრემელბი მახრჩობდა... ჩემდა უნებურად ჩემი მეგობრის ნათესავის ცოლი აღმოვჩნდი, ერთ კვირაზე მეტი მალავდნენ როდესაც ჩემებმა მიპოვეს ვეღარ დამაბრუნეს, რადგან მაშინ ხალხი რას იტყოდა... იმ ღამესვე მეგობრების გაკავებით ჩემზე ძალა იხმარა სახეში გამარტყა მისი მეგობრები კი ზურგით იდგნენ ჩვენთან ის კი ჩემზე ძალადობდა.... ცხრა თვეში პატარა მეყოლა, როდესაც ბავშვი დაიბადა და პასუხისმგებლობა მოემატა ისევ მიყო დალევას ხელი, ჩემი მეუღლე წითური მაღალი, თხელი ბიჭი იყო მუდამ ,,კრიალოსანით" და ბენდენით კისერზე შემოხვეული დადიოდა, საძმაკაცოც საეჭვო ყავდა, ორმოცი დღე ჩემ ტკბილ ოჯახში გავატარე, ორმოცი დღის შემდგომ სახლში დაბრუნებულმა მთვრალმა პირველად დამარტყა ხელი, სამ წლამდე ძლივს გავზარდე შვილი ყოველდღე ვითმენდი მის ალკოჰოლურ თუ ნარკოტიკულ თრობას.
         თვრამეტი წლის, რომ გავხდი გადავწყვიტე რაიონიდან წავსულიყავი და ბავშვიც წამეყვანა, ჩემოდნები გავამზადე შუაღამეზე უნდა გავპარულიყავი, როდესაც დედამთილმა დამიჭირა და ჩემი ყოფილი ქმარი გააღვიძა, იმ ღამეს საშინლად მცემეს ბავშვი ჩამომართვეს და მე მეორე დილით სხვა რაიონში წამიყვანეს, იქ ჩემი დედამთილის შორეული ნათესავი ცხოვრობდა იმის სახლში ჩამამწყვდიეს და არ ვიცი სიბნელეში რამდენი ხანი ვიყავი, ჩემს შვილზე ვფიქრობდი, არ მაჩვენებდნენ... შემდგომ გავიგე თურმე დაკარგულად გამომაცხადეს, სახლიდან წავედი და შვილიც თან წავიყვანე... ერთ დღეს კარები გაიღო და ჩემმა ყოფლმა ქმარმა ვიღაც ფულიანი თანამდებობის პირი მოიყვანა რომელსაც ჩემი თავი შესთავაზა, მე კივილი დავიწყე მცემეს, როგორც ჩანს ნარკოტიკით გამაბრუეს და მან ჩემზე ძალა იხმარა, ასე გრძელდებოდა სამი დღე, ის ფულს ჩემი სხეულის ვაჭრობით შოულობდა. მიჭირს იმ დღეების გახსენება, ის სახლი ბორდელი აღმოჩნდა, მე კი მისი ერთ-ერთი მობინადრე... ერთ დღეს ერთ-ერთი კლიენტი მოვიდა და მას პისტოლეტი ვუპოვე გადავწყვიტე ისე მოვმსახურებოდი, რომ გამეთანგა, მართლაც ჩაეძინა მე  კი პისტოლეტით დავიჭერი ვერ მოვახერხე თავის მოკვლა, დაჭრილს ჩუმად მიმკურნალეს, დაახლოებით ხუთ წელი ვიყავი ამ სახლში. ხუთი წლის მერე  მე მკვლელი გავხდი და არ ვნანობ, ჩემი ყოფილი მეუღლე მოვკალი და ამით ბედნიერი ვარ... მე ის მოვკალი ახლა კი საზღვარგარეთ ვარ და უკვე ამ წუმპედან ვეღარ და აღარ გამოვალ... მე ისევ სხეულით ვაჭრობ... ისევ იმ წუმპეში ვიძირები... ჩემი შვილი უკვე დიდი ბიჭია.... ბებო გარდაიცვალა ჩემი დაკარგვიდან რამოდენიმე თვეში, ნათესავები კი დღემდე მეძებენ და ვერ ამოუხსნიათ თუ რა მომივიდა... მე ჩემს ცხოვრებაზე უარი ვთქვი და ამ წერილს იმიტომ ვწერ, რომ იქნებ როდესმე ჩემი განცდები ვინმემ ახლოს მიიტანოს. ახლაც ერთ-ერთი კლიენტიდან ორსულად ვარ და მირჩევნია მარტო ჩემი შვიილი არა არამედ ცემი თავიც მოვკლა, მაინც სიკვდილი მელის აქ ორმოში დიახ ორმო აქვთ ამოჭრილი და მეძავებს იქ მარხავენ მე კი ჩემი ხელით მოვიკლავ თავს მშვიდობით დედამიწავ ჩემთვის ზედმეტად მწარე აღმოჩნდი, ჯოჯოხეთი აქ განვიცადე და იქ აღარ მეშინია...
წერილს ვგზავნი საქართველოში...


P.S მე უკვე აღა ვიქნები ცოცხალი როდესაც ამას წაიკითხავთ.




3/16/2015

არა ძალადობას!

არა ძალადობას!
 ეპიზოდი I

არა ქალთა ძალადობას
            პატარა ვიყავი როდესაც ჩემს მშობლებთან ერთად სოფელში წავედით დასასვენებლად, ჩემი სოფელი მაღალმთიანია, იშვიათად დავდიოდით გზა არ მიყვარდა მწყენდა ყოველთვის მგზავრობა, ეს დღე კი საბედიწერო აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ჩვენი ნათესავის გასვენება იყო , დედა მთელი დღე ეხმარებოდა ჭირისუფალთ, მამა კი მთელი დღე სვამდა, როგორც ყოველთვის მიცვალებულს სანამ გამოასვნებედნენ მამამ სახლში წამიყვანეო მთხოვა, რაღაც სხვა იერი მიეღო, ვიფიქრე ალბათ დალევამ აწყინა, დამეყრდნო მე კი ძლივს მიმყავდა მამას განიერი მხარბეჭი ჰქონდა, ლოყები კი მუდამ წითელი და ცხვირი ბუშტს მიუგავდა გაწითლებული მუდამ, თვალები და ცხვირი ლოყებს შორის მოქცეოდა და არც უჩანდა, თმა გაცვენილი იპარსავდა, ზოგჯერ ვფიქრობდი დედაჩემმა რა იპოვა მასში დადებითი ასე თავდავიწყებით რომ უყვარდა და ითმენდა ყველა მის ახირებას, მისგან დამიცრებას,
            მოკლედ მიმყავდა მამაჩემი და ზღვაზე ვფიქრობდი, ინსტიქტურად მივდიოდი გზაზე, მან გამომაფხიზლა ისევ და შემახსენა სახლს მივუახლოვდით, რა იყო ვისზე ფიქრობ შეყვარებული გყავს? არ გავეცი ხმა მან ისევ გააგრძელა და სახეში შემომხედა საშინელი სუნი ამოუშვა მუცლის ღრუდან ერთმანეთში არეული ღვინით და არყით, მე თვალები დავხუჭე უცებ, რა იყო იხსენებ როგორ კონცის ის ბიჭი? მამა შევკივლე მე ნუთუ ნუთუ შენ ცემზე ასე ფიქრობ, არავითარი შეყვარებული არ მყავს მე... მე არავინ მიყვარს, მე ხომ ჯერ სულ რაღაც 13 წლის ვარ. კარგი კარგი მიდი გააღე კარები და მდივანზე წამოვწვები, შენ კი ახლოს იყავი იქნებ წყალი დამჭირდეს, მე უხმოდ დავუქნიე თავი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი ოთახი დედას მწვანე ფერად შეეღება, სადღაც ამოეკითხა რომ მწვანე ფერი ამშვიდებსო, კედელზე ჩემი დიდი ბებიის და ბაბუის სურათი ეკიდა გახუნებული გაყვითლებული, მხოლოდ ეს სურათი გვახსნებდა მათ თავს, მამაჩემს ისინი არც ახსოვდა, არასოდეს მიყვებოდა მის წარსულზე და ბავშვობაზე... დედას სარკმლის წინ იასამანი დაერგო, როგორც გალაქტიონის ფანჯრის წინ არის, მას უყვარდა გალაქტიონი და მისი პოეზია... აქაც მტვერ დადებული რაღაც წინგზე მომიხვდა ხელი, ყურადღება წიგნზე გადმოვიტანე და აღმოჩნდა გალაქტიონის პოეზია. მე ის ისევ მტვერს მივეცი რათა უფრო მეტად მოდებოდა და დაეხჩო მტვრის ზღვაში...
            მამა ხის ტახტზე იწვა სადაც ლეიბი გვეგო და ბებოს ხელიტ შეკერილი ,,მუთაქა" რაღაც ძველი გახუნებული შინდისფერი ნაჭრით.
-- არა მე რატო მიმალავა ვინ არის მითხარი რა ქვია?
--არ მყავს არავინნ, ან რატომ გონია რომ შეყვარებული ვარ?
--გაკოცა?
--მამა!
--რა გაყვირებს ხომ არ გაგიჟდი მოდი აქ
--რა გინდა ისევ უნდა მცემო
--არა არ გცემ სვხა რაღაცას გაჩვენებ
            მე ფეხზე წამოვდექი და მივლასასდი, მან კი ჯერ მკერდზე მომისვა ხელი უი წამოგზრდია, მერე ხელი ტუჩებზე ჯერ კიდევ ჩვილია ,ე გაწევას ვცდილობდი ის კი ცალი ხელით მიჭერდა, გთხოვ გამიშვი მამა გთხოვ.... სჯობს ხმა გაკმინდო და არაფეირ თქვა თორე გცემ, მცემე ოღონდ ახლა გამიშვი გთხოვ, და ხელების მოძრაობას ჩემს სხეულზე განაგრძობდა ბოლოს ადგა დამიჭირა შემომახია საზაფხულო თხელი კაბა და მან.... ჩემი მომავალი დაანგრია დამინგრია ბავშობა. იმ საღამოს დედა გვიან მოვიდა სახლში და არც შეუხედავს მამაზე ისე დაწვა მე კი მთელი ღამე გარეთ ბოსელის თავზე გავატარე ტირილში. მეშინოდა ვერ ვუთხარი დედას ის მე არ დამიჯერებდა, მას მამა სიკვდილის ბოლომდე უყვარდა და უთმენდა მის საქციელებს, ზოგჯერ ვფიქრობ ხომ არ ეშინოდა, მაგრამ არა როდესაც ფხიზელს ხედავდა ყოველთვის თბილად ექცეოდა დედას და დედას ავიწყდებოდა წყენა... მე კი დღემდე მომყვება დაღი მის მერე მე და მამას მხოლოდ დედის თვალწინ თუ გვქონდა საუბარი... ცხვენოდა არა მამას არ შერცხვენია ის იმ დღეს გარდაიცვალა ჩემთვის თუმცა ის დღემდე ცოცხალია...

            

5/20/2014

ზაზას აღსარება

წერა არასოდეს მეხერხებოდა, არც ვიცი როგორ საიდან დავიწყო?  ანდაც სჯობს ყველაფერი თავიდან დავწერო, დიდი იმედი არ მაქვს რომ ვინმე წაიკითხავს, მაგრამ მინდა მაინც დავწერო, იქნებ ოდესმე იპოვონ და ჩემს გზას არ გაყვნენ, მან მათ მაინც იპოვონ გამოსავალი და ჩემსავით მხდალნი არ გამოდგნენ. ისიც მინდა აღვნიშნო, ეხლა ცრემლები მოედინება ჩემს თვალებს და ფურცელს ნამავს, არა აღარ დავხევ და აღარ დავიწყებ თავიდან. დაამჩნდეს ჩემი ცრემელბის ნაკვალევი, და ჩემი ცხოვრების დაღი... დავიწყებ ჩემი დაბადებიდან დღემდე.. დღეს მინდა ჩემ თავთან ვიყო ბოლომდე მართაალი გავაშიშვლო ჩემი სული...
  ოჯახში ნანატრი შვილი ვიყავი მშობლების სახელს შეგნებულად არ ვასახელებ, არც მე მსურს მათი ხსენება და არც მათ. ჩემზე რვა წლით უფროსი და მყავდა. მამა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა ერთ-ერთი საწარმოს დირექტორი იყო, ხოლო დედა დიასახლისი. მას ძალიან უყვარდა ოჯახი და ყოველთვის სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა, ჩვენს სახლში ხშირად იყრიდნენ ქალაქის თავკაცები თავს, იმართებოდა ღრეობა, მე ესე მიმაჩნია დღესაც, ვერ ვიტანდი ქეიფს უაზრო ღრეობაში გადაზრდილს, ქართული სუფრა სადაც ათას ფლიდ სადღეგრძელოს ამბობენ და რომელმაც დაკარგა ძველი იერსახე. ჩემს დაბადების დროსაც დიდი სუფრა გაუშლიათ ოჯახში, მე 30 წლის წინ შემოდგომის სუსხიან დღეს დავბადებულვარ, დედას რთული მშობიარობა ქონია, არ ეგონათ თუ გადარჩებოდა, მაგრამ მამამ მაინც აღნიშნა არად ჩააგდო დედაჩემის ცუდად ყოფნა, მას ხომ სანატრელი ბიჭი შეეძინა, გვარის გამგრძელებელი, მომავალი იურისტი ან კიდევ ექიმი ეს იმ დროს სასურველი პროფესია იყო, სახელზე დიიდ ფიქრი არ დაუწყიათ მამას მეგობარს, თავისი გარდაცვლილი შვილის სახელი ზაზა შეითავაზებია, ხათრი გაუწიეს და დამარქვეს ზაზა. მართალი აკრძალული იყო ეკლესიაში სიარული, მამამ გადაწყვიტა, რომ ჩუმად მოვენათლე დედას წინაპრები ძალიან მორწმუნენი ყოფილან, მე არ მახსოვს ჩემი ნათლობა პატარა ვიყავი მალე დაუმთავრებია მღვდელს ცერემონია, შეეშინდა მაინც თანამდებობის პირის შვილის ნათლობა. ჩემ დას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს გაზრდაში, ფაქტიურად ქალების გარემოცვაში ვიზრდებოდი, მამას იშვიათად ვხედავდი, არასოდეს მახსოვს მისგან სითბო, პატარაც რომ ვიყავი მისი მკაცრი ხასიათის გამო მეშინოდა, არასოდეს მომფერებია, მისი მოსვლის შემდგომ სახლში სხვა აურა ტრიალებდა, ყველა დაძაბული იყო, მხოლოდ დედას შეეძლო აუღელვებლად ყოფნა. პირველი სიტყვა როგორც ბავშვობაშ მეუბნებოდნენ ანა ვთქვი, ჩემი დის სახელი, ნელ-ნელა სხვა სიტყვებიც ვისწავლე, მამას იშვიათად ვამბობდი ჩემი და საუკეთესო მოსწავლე იყო სკოლაში, მე როგორც პატარა ყოველთვის ხელს ვუშლიდი მეცადინეობაში ვთხოვდი ეთამაშა ჩემთან ერთად, მე ის ძალიან მიყვარს დღემდე ვერ ამოვშალე მისი სიყვარული დღემდე გულიდან. როდესაც სამი წლის გავხდი დედას მეუღლისთვის უთხოვია ბაღში ჩემი წაყვანა, რადგნაც ოჯახის უფროსი წინაარმდეგი წავიდა, ჩემი გარდატეხაც დაიწყო, თავიდანვე გამოვირჩეოდი არ მიყვარდა სათამაშოები, თუ ვითამაშებდი ჩემი დის თოჯინებით, ან სამზარეულოს ჭურჭელით, დედა ამას ყურადღებას არ აქცევდა, ზოგჯერ დის მეგობრები ლაქს წამისმევდნენ თურმე ხელის ფრჩხილებზე, მე ხომ უფრო ლამაზი ვიყავი ვიდრე ჩემი და ქერა თვალის ფერი დღემდე ვერ გამირკვევია, ბავშვობიდანვე გამოვავლინე ჩემმი უცნაური ხასიათი მოკლედ. როდესაც სტუმრად გვეწვეოდნენ ოჯახში, ყველა ბავშვს ვერ ვეთამაშებოდი თურმე ამის გამო ხშირად მომხვედრია მამიდან ხელი, მეზობლის გოგოსთან ვთამაშობდი, რამოდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე სურათი სადაც მე და ნატო ერტად ვართ და ორივეს კაბა გვაცვია ორივე შეღებილი ვართ, სასაცილოა ცოტა, არ მინდა ესე უაზროდ ვწერო, მაგრამ მინდა წვრილმანებიც გავიხსენო, თუ რა მოხდა ჩემი განვლილი ცხოვრების გზაზე.
  მახსოვს ჩემი შესვლა სკოლაში, პირველ კლასში როდესაც მიმიყვანეს თავიდანვე არ მომეწონა არ მომწონდა ხალხმრავლობა, მასწავლებელმა თავიდანვე გამომარჩია, მიჭირდა სწავლა უფრო სწორად მეზარებოდა, მაგრამ ძალიან კეთილი იყო მიმოზა მასწავლებელი, ხშირად მეხმარებოდა, ოთხი წელი იყო ჩემი დამრიგებელი და ყოველთვის ცდილობდა ჩემს გაგებას, ის გამორჩეული ადამიანი იყო, ჩემს უხასიათობას იტანდა, ხშირად ვერ ვიტანდი გაკვეთილის მოყოლას, არ მყავდა მეგობრები ჯგუფში, ის კი ყოველთვის ხელს მიწყობდა ხშირად მესაუბრებოდა ისე რომ გაკვეთილს ნებით ვყვებოდი, შემდგომ კლასებში უფრო მეტად გოგონებს დავუახლოდი თავიდან ერტად ვთამაშობდით, მაღალ კლასებში კი გოგონებთან ვჭორაობდით განვიხილავდით სხვადასხვა თემებს, ჩემს ბავშვობაში სამწუხაროდ ბევრი ახალგაზრდა ყმაწვილი ქუჩაში იდგა და ბირჟაობდა, ჩემი წამების წუთებიც ამ ბიჭებიდან იწყებოდა, ხშირად როდესაც მაძალებდნენ მუსიკალურ სკოლაში სიარულს, დამცინოდნენ გზად ქალუსას მეძახდნენ, ოჯახს შეურაცხყოფას მაყენებდნენ ქალუსას მეძახდნენ, დედის ნებიერას, ერთ დღეს საღამო იყო და სამი ბიჭი დამხვდა გზაში დედისთვის მოეპარა კაბა და მე მაიძულეს ჩამეცვა უარზე ვიყავი დამიჭირეს მცემეს და ძალით ჩამაცვეს ვტიროდი ისინი კი იცინოდნენ, მგონი მეექვსე კლასში ვიყავი ამ დროს მამას მეგობრის შვილმა ჩამოიარა და მან დამიცვა გამხადა კაბა ის ასაკით ჩემზე უფროსი იყო, სახლში მიმიყვანა დედას რაღაც ჩაჩურჩულა ჩემთვის აღარც უკითხიათ თუ რატომ მქონდა სილურჯე მომბანეს სამი დღე გარეთ არ გავსულვარ, ზურა ამ სამი დღის განმავლობაშ არ მომშორებია ყოველდღე მოდიოდა, ჩემს ოჯახში უხაროდათ, რომ ბიჭი მეგობარი გავიჩინე. უკვე საბჭოთა კავშირი დაიშალა და გაჭირვებოს წლებიც დაიწყო, მამაჩემი და ბევრი მისი მეგობარი თანამდებობიდან მოხსნეს პირველ ხანებში გაუჭირდა, მისი რთული ხასიათი უფრო დამძიმდა, დედა პროფესიით უცხო ენების პედაგოგი იყო, რადგანაც მოზრდილები ვიყავით და სახლში რეპეტიტორობა დაიწყო, ზურამაც გადაწყვიტა, რომ დედასთან ევლო და გამეტკიცებინა უცხო ენის ცოდნა, პრინციპში არც სჭირდებოდა მან კარგად იცოდა ენები, მან ჩემთან დასაახლოებლად გააკეთა ყოველივე. სამი დღის შემდგომ შემომთავაზა რომ სათევზაოდ წავყოლოდი შაბათ-კვირას სოფელში, ჩემებს არ გაუწევია წინააღმდეგობა. შაბათი დილაც გათენდა მზიანი დღე იყო გაზაფხულის პირველიი დღეები ამინდმაც გაგვიმართლა, დედამ სამგზავროდ გამამზადა, ზურა ადრე გამომიარა მისი ბიძაშვილი დატო ახლდა, მე ის იმ დღეს პირველად ვნახე, სახლიდან გავედი, შინაგანად აფორიაქებული ვიყავი არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ არ ვიყავი ბიჭებთან მეგობრობას მიჩვეული, მიჭირდა,მათთან საუბარი მძულდა ფეხბურთი, სამაგიეროდ ორივეს მოგვწონდა ნირვანა ბითლზები მას წამოეღო კასეტები სოფელში, გზად ნირვანას ვუსმენდით, ჩამძინებია და არც გამიგია ჩასვლა, მწვანეში ჩაფლული არმეო ხელოვნების ხასიათზე მოგყვანდა, მომინდა მეხატა, სკოლაში კარგად ვხატავდი, ეხლაც სურვილი გამიჩნდა ეს სილამაზე ჩემებურად გადამეტანა ტილოზე ოჯახში არც კი იცოდნენ თუ მხატვრობა მიყვარდა, ან საერთოდ თუ ვხატავდი, ჩემი სინაზის გამო ოჯახი დიდად არ მაფასებდა მე კი ჩემს ოთახში ვიკეტებოდი. ეზოში ზურას ბები შემოგვეგება, სამოცდაათი წლის ქალბატონი, საშუალო სიმაღლის, სახეზე ცხვორების და თავისი განვლილი გზა დასტყობოდა, მას დღემდე ეკიდა გულზე გარდაცვლილი შვილიშვილის სურათი,  გაუხარდა ჩემი დანახვა და უფრო მეტად ზაზა რომ მერქვა, სახლში სუფრა გაეშალა,  ეს გახლდათ დიდი ეზო ლამაზი ბაღით და უამრავი ხეხილით, ტყემლის ყვავილების სურნელმა დამატყვევა, მისმა ნაზმა სურნელმა თავბრუ დამახვია, ქალაქის უსახური გარმეოდან ნამდვილ ბუნების წიაღში ამოვყავი თავი, აქვე გამოჩნდა მურია შავ-თეთრი პატარა ტანის, კუდის ქიცინით მოგვესალმა, ბებოს სუფრა გაეშალა და მიგვიპატიჟა, წავიხემსეთ. ზურამ ანკესები გაამზადა და გავეშურეთ მდინარისკენ, სახლის უკანა ეზოს მხრიდან გადავედით, ტყე გავიარეთ ხეები ყვავილდებოდნენ, ჩემი გონება სიმწვანემ გაიტაცა და ათასგვარმა ფერებმა, ნაპირზე ჩამოვჯექით, ანკესები იქვე ჯოხზე დავამაგრეთ და ველოდებოდით პირველ ნადავლს, უცებ ჩემმა ,,პაპლაუკამ" ყვინთვა დაიწყო და არ ვიცოდი რა უნდა მექნა ზურა უკნიდან მომიახლოვდა ზედმეტადაც კი მომეკრა ანკეს ხელი შეეხო ამოვქაჩეთ და ზურამ ისევ, მომიახლოვდა უკნიდან კისერში მეამბორა, ხელები მაგრად მომეხვია, მე დავმუნჯდი, წამიერად გამოვფხიზლდი რას აკეთებ გამიშვი არ ქნა, ის ჩუმი ხმით იმ დღეს ძალიან მომმინდი, ვერ ავიტანე ის ბიჭები შენ მხოლოდ ჩემი უნდა გახდე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი, ბევრი ვეჩხუბე ხელიც გავარტყი, მაგრამ ვერ მოვიშორე, საბოლოოდ მას დავნებდი, ჩემი თავი მძაგდა ვტიროდი, ის კი კმაყოფილი იყო, დამემქურა თუ იტყვი ყველა შენ გაგამტყუნებს შენი ქალური მანერების გამო, მე არ დამადანაშაულებენ მე მყავს შეყვარებული, მამაშენი კი მოგკლავს, მამის ხსენებაზე გამაჟრჟოლა შემეშინდა, ცრემლებად ვიღვრებოდი, მე დამამცირეს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, მალე წავედით სახლში. სახლში დაბრუნებლი თავი ვიმართლეთ თითქოს ცუდად გავხდი და წამომაწვინეს ოთახში, სადილი მომართვეს მაგრამ ჭამის თავიც არ მქონდა, მალე ოთახში დათო შემოვიდა ზურაც შემოყვა დათო დაინტერესდა, და ცრემლიანი თვალების დანახვის დროს მიხვდა რაც მოხდა, ჩემდა საუბედუროდ ეხლა დათომაც გაიმოერა იგივე, მათ უკვე დიდი ხანი ქონდათ ურთიერთობა ერთობოდნენ, ზურა კარებთან დადგა მე, რომ არ მეყვირა პირი გამიკრეს და ისევ გამაუპატიურეს ეს ჩემთვის მტკივნეული და ამასთანავე სასიამოვნოც აღმოჩნდა, მეორე დღეს ტყეში გადავედით, იქ უკვე ჩემი ნებით დავმორჩილდი, ორ მამაკაცს. საღამოს დავბრუნდით ქალაქში, ზაზამ ისევ დამემუქრა თუ ვიტყოდი ის მომკლავდა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა ის ბადნიტი ციხეში, ერთ-ერთ დაჯგუფების წევრი ყოფილა, მას ბრალად ედებოდა გაუპატიურება მკვლელობა და ძარცვა ეს მისი მშობლებისთვის ნამდვილი ტრაგედია იყო, მამას გულის ინფაქტი დაემართა და გარდაიცვალა, ზურა კი მალე გამოვიდა, უკვე ორი წელი გასული იყო იმ საძაგელი დღიდან, მე შემეშინდა როდესაც მითხრეს ისიც გამიკვირდა თუ როგორ მოახერხა ასე მალე გამოსვლა. მუსიკალურ სკოლას თავი დავანებე და ხატვაზე შევედი, ამ ორ წელში ჩემი გამოფენაც მოეწყო, ჩემი ნაცნობების წრეც იზრდებოდა, აღმოვჩნდი სრულიად არაორდინალურ წრეში, სადაც თავისუფლება იყო შემეძლო ჩამეცვა ჩემი სურვიილისსამებრ, ზურას გამოსვლის დღიდან, თურმე ჩუმად დამყვებოდა, ერთ დღესაც სამხატვრო სკოლაში მივდიოდი, გოგონებთან ერთად განვიხილავდით ერთ-ერთ ჟანრს ამჟამად არც მახსოვს, მივუყვებოდით გზას შევექცეოდით ნაყინს და ვიყავით თავისუფალნი ვიცინოდით, ვარჩევდით მუსიკას, სალონიდან სტილისტი გვიყურებდა, აქვე სანაყინე დავინახეთ და ნაყინებზე დავპატიჟე გოგონები, უცებ გზის განაპირა მხარეს სადაც ტროლეიბუსის გაჩერება იყო თვალი მოვკარი ზურას, ხურდა ფულის გამორთმევის დროს უკვე იქ აღარ იყო, მივუახლოვდით სამხატვრო სალონს, ის შესასვლელთან იდგა, შეცვლილი თვალებიდან შური და ბოროტება ანათებდა, მე მივესალმე და გოგონებს გადავეცი, მოვალ მალე, ზურას შავი ტყავის ქურთუკი ეცვა და შავი შარვალი, აქ რა გინდა? პასუხს არც დაუყოვნებია მას სახეზე დასტყობოდა ციხის ნაკვალევი მზის სხივების ნაკლებობიდან მისი კანის პიგმენტები ზედმეტადაც თეთრი იყო, წავიეთ იქვე ძველი შენობა იყო, დანგრეული, მგონი არც დაუმთავრებიათ აშენება აქ ხშირად თავს იყრიდნენ უსახლკაროები ეხლა კი არავინ იყო, საბურავი ნამწვავები,მუყაოს ყუთები და ათასგვარი ნაგავი ეყარა ზურამ უცებ შემაბრუნა და ისევ ის მოხდა, რამოდენიმეჯერ აღარ წავედი, სახლის გზას ბედნიერი გავუყევი, უკვე მეც გამიჩნდა მოთხოვნილება, გადაწყვიტე ჩემი საუკეთესო დაქალისთვის გამენდო, საღამოს მის ბინასთან აღმოვჩნდი, ვთხოვე გაგვესეირნა ბინას გავშორებოდით, ჩემი ცვლილება შეემჩნია გვანცას ისიც უსიტყვოდ მომყვებოდა, მალე პარკში გავედთ მთავრობის უფულიობის გამო ამ პარკს თავისი სილამაზე დაეკარაგა, მე და გვანცა მაინც დავდიოდი და აქ ვაფარებდით თავს აქ ვეწეოდით სიგარეტს ხშიარდ ვსვამდით,
გვანცა შენ იცი, მე ყველასგან განვსხვავდები ჩემი სიარულის მანერიდან დაწყებული ხმის ტემბრით დამთავრებული, შენთვის ცნობილია მე მამას მეგობრის შვილის სახელი მქვია, წლების წინ კი მე მის მეოერ შვილს დავუახლოვდი ეხლა კი დღე სუნდა გამოვყტდე იმაში რაც ის სრცხვილია და შეიძლება ამისთვის მომკლან, თქვი ზაზა ჩქარა გთხოვ რა უნდა იყოს ესეთი საშინელება მე გამაუპატიურა, რაააააააააააააააა ზაზააა რა გიქნეს? დამშვიდი გვანცა ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალიც არის მე ის გამოვიწვიე, და ეხლა უკვე მეც გამიჩნდა სურვილი მე მისი საყვარელი ვარ გთხოვ არ გამცე, არ ვიცი არ ვიცი გვანცა გაიქცა და ის  შედგომ აღარ მინახავს შორიდან ყოველთვის ვგებულობდი მის ამბებს, არც ის და არც მე არ ვსაუბრობდით ჩვენი ასე უცაბედი დაშორების მიზეზს.
  თითქმის სამი წელი მე და ზურა ჩუმად ხვდებოდით ერთმანეთს ყოველდღე, მამაჩემს არ მოწონდა ზურა, მაგრამ ზურას დედა ეცოდებოდა, ეგონათ რომ ზურა გამოსწორდა და ცდილობდნენ დახმარებოდნენ სამსახურის პოვნაში, ჩვენ ზაფხულშიც ერთად დავიოდით სოფელში ან ზღვაზე, მე მისი საყვარელი ქალი გავხდი, ზოგჯერ ჩემს დას ვპარავდი საცვლებს და მის გულის მოსაგებად ვიცმევდი, ზურას მალე მოეწონა, ერთი გოგო და გადაწყვიტა ცოლად შეერთო, ეს ჩემთვის ტრაგედია იყო,  სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, ზურა  მიყვარდა, მთელი ვნებით, ჩემთვის მტკივნეული იყო გაგება მისი ღალატის, გადავწყვიტე თავი მომეკლა, მან დამინგრია ცხოვრება და ეხლა ის მტოვებდა სამუდამოდ, ეს ჩემთთვის მტკივნეული იყო მე არ მინდოდა მის გარეშე ყოფნა, მისი ქორწილის დღეს ვენები გადავიჭერი, გადამარჩინეს, მიზეზი ვერ დაადგინეს, დამ მასთან წამიყვანა, მას უკვე ოჯახი ქონდა, მეც გავყევი, მის მამამთილს დიდად არ მოვსწონდი, ეჭვი ქონდა, მე დმივანზე მეძინა ჩემ დას და მის მამათილს კი საძინებელში, ჩემ დას შესთავაზა, მის ოთახშ გადავეყვანე და ორივე მოვთავსდებოდით, მე წინააღმდეგობა არ გამიწევია, უკვე დიდი სურვილი მქონდა კაცი მყოლოდა, ისევ სუსტად ვიყავი და ჩამეძინა, უცებ ალერის მაღვიძებ ჩემი დის მამამთილი მახო მეფერება, მე ხმა არ ამოვიღე , მეორე დილით თვალებში ვეღარ ვუყურებდი ჩემს დას, ის კი მეკითხებოდა თუ როგორ მეძინა, თითქმის ორი კვირა დავრჩი და ყოველ ღამე მქონდა ურთიერთობა.
   მალე უნივერსიტეტში მომაწყვეს მე სწავლა დიდად არ მხიბლავდა უფრო მხატვრობა მინდოდაა, მაინც დავმორჩილდი მშობლებს, იქ ერთი ლექტორი გვყავდა საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ახალი ჩამოსული იყო, მან შეიცნო ჩემი ბუნება, ლექციების შემდგო დარჩენა მთხოვა, ჩვენი აუდიტორია, ტვყიისფრად შეეღებათ აქა-იქ საღებავები ჩამოცვენილი იყო ოთახში სიცივე დასადგურებულიყო, სუდენტებს გვციოდა, ლექციების მერე მომიახლოვდა და ჩემი სურვილიც ასრულდა, ახალი საყვარელი მყავდა მისი რჩეული სტუდენტი გავხდი, სწავლით არ ვსწავლობდი ოჯახს აღარ ქონდა შემოსავალი, კურსელებს უკვირდათ ჩვენი საეჭვო დაახლოება. ერთ დღეს გადაწყვიტეს დაედგინათ ჩვენი დაახლოება, ჩამისაფრდნენ და ფაქტზე წაგვასწრეს, მე და ჩემმი ლექტორი მის ბინაში ავედით, იქ კარები შემოამტვრიეს, ჩვენ საძინებელში ვიყავით საშინლად გვცემეს ორივე, მე ტვინის შერყევა მივიღე, ჩემს სახლთან დამტოვეს გონება დაკარგული, ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან, ლექტორი, მის მერე აღარ დაბრუნებულა, მეც აღარ მივლია უნივერსიტეტში, მალე კლუბის შესახებ გავიგე, მეც ავიშვი და გადავწყვიტე ღამის კლუბში მემუშავა, იქ ბევრი ჩემნაირი აღმოვაჩინე, ერთი თანამდებობის პირის საყვარელი გავხდი ცალკე გადავედი საცხოვრებლად, ოჯახის წევრები  მოვტყვილე ჩემი რამოდენიმე ნახატი გავყიდე უცხოელზე და ისევ უნდა დავხატო ამიტომ, ბინა ვიქირავე, ხშირად მოდიოდა დედა მიწესრიგებდა სახლს, ჩემი საყვრელი ღამით ამოდიოდა და მივეცემოდით ვნებების ქარცეცხლს... საყვარლის ცოლს ეჭვი გასჩენია ქმარზე და ერთ დღესაც ვიდეო კამერით დაგვადგა თავზე, ჩემი ბინა ერთ ოთახიანი იყო, პატარა სამზარეულოთი, აბაზანით, კედლები მოლისფრად შევღებე და ზედ ჩემი ნახატები დავკიდე პატარა საწოლი , სუფთა ბინა იყო რაც მთავარია.  ჩემთან ყოველ საღამოს კაცის სიარული არ გამორჩენია ხალხს მალე დაიწყეს ჭორაობა, მეზობლებმა ისევ საშინლად მცემეს, ჩემი საყვრელი ისევ ამოდიოდა, მისი ცოლისთვის შოკი აღმოჩნდა ეს ყველაფერი, მალე კასეტა ჩემი მშობლების სახლშიც აღმოჩნდა, მამას გულმა დაარტყა და გარდაიცვალა ხოლო, დედა არ ვიცი რა მოუვიდა ქვად იქცა იდგა დამუნჯებული, ყველა მე მკიცხავდა ჩემმა ბიძაშვილებმა სასიკვდილოდ მცემეს, ჩემა დამ ჩემზე უარი განაცხადა.  ოჯახმა მიცვალებულად გამომაცხადეს. გადავწყვიტე ცირკთან დავმდგარიყავი, არ მქონდა ბინის ფული და არც თავშესაფარი, ორი წელი თუ ვინმე გამოჩნდებოდა ყველას დავყვებოდი ხშირად მიმიღია დამცირება. ერთი კლიენტი მყავდა მგონი რაღაც ბიზნესი ქონდა მსუქანი დაბალი აი მართლა რომ ლუარსაბს მოგაგონებდათ გარეგნულად საშინლად მძულდა მეზიზღებოდა მასთან ყოფნის დროს ჩემი თავი მკვდარ ლეშად მიმაჩნდა,მალე ცოტა თანხა მოვაგროვე, სახელი გადავიკეთე, ზვიო დავირქვი, ისევ მხატვრობას მივყევი, პატარა ბინა მოვძებნე , უკვე კლუბებიც მომრავლებულიყო, შესაფერისი სამოსი ჩავიცვი, მიმტანად დავიწყე მუშაობა, აქ მაღალი თანამდებობის კაცებთან დავდიოდი მაგრამ მათთან ყოფნა უკვე სიამოვნებას არ მანიჭებდა ხშირად მხოლოდ მოთხოვნილების გამო ვიყავი მათთან, ვერ ჩამოვთვლი რამდენი იყვნენ. ერთ დღესაც უკრაინიდან ნახევრად ქართველი გოგო ჩამოვიდა, ხშირად მოდიოდა ჩვენთან კლუბში, მაღალი ქერა, ლამაზი მკერდით, სასიამოვნოდ მოსაუბრე, მას ერთი გეი მეგობარი ყავდა მე შორიახლოდან ვიცნობდი, გამაცნო ნატაშა, ნატაშას სილამაზემ მომხიბლა, მის გეი ძმაკაცს დავუახლოვდი, ჩემი ახალი საყვარელი გახლდა, ნატაშა კი უფრო და უფრო მშვენდებოდა, დღითიდღე იცვლებოდა და მეც მის მიმართ ახალი ამოუცნობი გრძნობა გამიჩნდა თავს ვერ ვუტყდებოდი. კლუბში ჩემი ძველი საყვარელი გამოჩნდა, მომთხოვა მომსახურებოდი მე ზედმეტ სახლეად ლუარსაბს დვუძახებ, თუ მას არ დავემორჩილებოდი ყველას გააგებინებდა ჩემს ცირკთან ყოფნის პერიოდს, ეს ჩემთვის საშინელება იყო, მაღალ საზოგადოებაში ვიყავი სადაც არავინ მრიყავდა აქ არავინ მერჩოდა, სალხში მეპატიჟებოდნენ ვმეგობრობდით, მალე მათი დახმარებით ჩემი გამოფენაც მოეწყო.  დედას ზარი გაისმა ჩემს ტელეფონზე სევდიანი ხმა ქონდა, მე ვერ გავბედე ხმის ამოღება, ტირილი ამივარდა, მხოლოდ მას ვახსოვდი და ისევ ისე ვუყვარდი. დაახლოებით ხუთი წლის წინ დედას აღმოაჩნდა კიბო, ჩემმა დამ ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად, ჩუმად მეც ვუგზავნიდი ფულს, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ ხუთი წელი ებრძოდა ამ სენს, დღეს ის გარდაცვლილია დღე დაკრძალეს. დედის ზარის შემდეგ, სახლიდან დიდი ხნის მანძილზე არ გავდიოდი არც არავის ვუღებდი კარს, რატომღაც ნატაშაზე ფიქრი ამეკვიატა, მაგრამ უკაცოდ ყოფნა არ შემეძლო. ერთ დღესაც ნატაშა და გუგა მოვიდნენ სრულიად მოუწესრიგებელი სახლი წამიერად მოვიყვანე ფორმაში, ჩემს კედლებს გაახლება ესაჭირეოოდა, მაცივარში ნატაშა საყავრელი ნაყინიც აღმოჩნდა, კარი გავაღე და მისმა სილამაზე დამატყვევა, გუგამ ლამის გამგუდა ისე მეჩხუბა სად დაიკარგე მამა რამდენი ხანია გირეკავ და ყურმილს არ იღებ რას გვანერვიულებ მაგისთვის მოგთხოვ პასუხს, რა არის რა მართლა ნატაშამ გაიცინა შმეოვიპატიჟე და ბოდიში მოვუხადე, ჩემი უგუნებობის გამო, მოეწონა ჩემი ოთახი რამოდენიმე წიგნი შეამჩნიეს, იშვიათად მაგრამ ზოგჯერ ვკითხულობდი, ნუთუ წინს კითულობ მამა, მიდი მოყევი რა მოხდა ყავა მოვადუღე ნაყინი გავუტანე და ამ დროს ნატაშას მისმა ბოიფრედნმა დაურეკა ეს არ მესაიმოვნა ცოტა გავბრაზდი, გუგა მამიშვიდებდა, მარტო დარჩენილს მაკოცა მეც ავყევი, დილამდე, ესე ვიიყავით, თანნ ნატაშაზე ვფიქრობდი, მინდოდა გუგა და თან არ მინდოდა, ნატაშას რომ წარმოვიდგენდი მის ბოიფრენდის მკლავებში ვგიჟდებოდი და გუგაზე ვიყრიდი ჯავრს, დილით საუზმის დროს გუგას დაშორება ვთხოვე, სამსახურიდან უკვე წამოსული ვიყავი, მაგრამ ახალი სამსახური მჭირდებოდა, თანხა მელეოდა, ერთ-ერთ კაფეში დავიწყე ბარმენად მუშაობა. პრესტიჟული კაფე იყო, თანამედროების და წარსულის ელემენტებით გაჟღენთილი, აქ ნახავდით ამერიკის ოციანი წლების მსახიობების სურათს და აგრეთვე ხუთი წლის წინანდელ სურათებს, საღამოს ჯგუფები უკრავდნენ, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს კაფეში შეუფერებლად ჩაცმული ორი მამაკაცი შემოვიდა, თითქოს შევიცანი, მაგრამ ვერ ვიხსენებდი ვინ იყვნენ, მალე დატოვეს კაფე. სამსხურს როდესაც მოვრჩი შინ დაბრუნებულს მანქანა ამეკიდა, ბინასთან გააჩერეს და ზაზა გამაჟრჟოლა ზურას ხმა შევიცანი, მომიახლოვდა ბინაში ასვლა მთხოვა წინაღმდეგობის გაწევას აზრი არ ქონდა ავიყვანე, იქვე კარებთან ჩემი სურვილის წინააღმდეგ დამიმორჩილა, არ მინდოდა არ მეშვებოდა, გამარტყა, მომნატრებია, მაგრამ აღარ მინდოდა გაეგო, მალე წავიდა, თითქმის ყოველ საღამოს ძალით მაკითხავდა სახლში, ერთ კვირაში საზღვარგარეთ წავიდა, გამძარცვა, ჩემი თავი მძულდა ზურას გამო, მეზიზღებოდა. ნატაშამ ჩემს კაფეში სიარულს მოუხშირა მიყვებოდა მის ბოიფრენდთან დაძაბულ ურთიერთობაზე სასიმოვნოდ ჩამესმოდა თითოეული მისი ბგერა, მის სუნთქვაც კი ახლო მეჩევენებოდა, სამწუხაროდ ის ოთხი წლის წინ გაყვა მის ბოიფრენდს. ჩემთვის უსიამოვნო ფაქტი აღმოჩნდა ვერ გავბედე ქორწილში წასვლა,  ერთიანად ვცახცახებდი, სახლში სასმელი ავიტანე არ ვიცი რამდენი დავლიე, მაგრამ მეორე დილით რომ გავიღვიძე აღმოვაჩინე რომ გვერდით ,,ლუარსაბი" მყავდა ის კმაყოფილი იყო, გაბღენძილი, მაშინ ჩემი თავი შემეცოდა ყველაზე უსუსურ არსებად მივიჩნიე თავი. გონებაში ისევ ნატაშა ფიგურირებდა მხოლოდ, მასზე ვფიქრობდი, ძალიან განვიცდიდი მის სამოგზაუროდ წასვლას. საჩუქარიც ჩამომიტანა დღემდე მაქვს შემონახული. ეს ოატაა სუვენირია ბუდას ქანდაკება მართალია მორწმუნე არ ვარ, მაგრამ ვერ ხვდები რა მოეწონა მასში და რატომ მაჩუქა?
  ხშირად ვხვდებოდი ჩემს საძულვევლ პარტნიორს, ვერ ხვდები რატომ ვერ ვშორდებოდი, დედის ამბავს კი შორეული ნაცნობიდან ვიგებდი თანხას ვუგზავნიდი მიდი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა, საზღვარგარეთ წაიყვანეს, მე შორიდან ვადევნებდი თვალს, ვერ ვიცანი ის სრულიად შეცვლილი იყო ჩემი და კი დასუსტებული, დაეკარგა რაც მცირედი სილამაზე არგინა ბუნებამ.
   მალე ახალი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა, აქ მე ვიყავი დომინანტი როდესაც სურვილი მქონდა მხოლოდ მაშინ ვიყავით ერთად, მალე სამსახური შევიცვალე და ჩემი ორიენტაცია დავმალე იქ ვერ გავამხელდი, უფრო მშვიდად ვცხოვრობდი კერძო ფირმაში დამხმარედ ვმუშაობდი, სოლიდური ხელფასიც მქონდა, მოკლედ ბედნიერების წლები მეგონა დამიდგა, მაგრამ ისევ დამეწყო პრობლემები, ჩემმა საყვარელმა ნარკოტიკებს მიეჩვია და ცდილობდა მეც ჩავეთრიე საშინელ წუმპეში. გამძარცვა ფული და ღირებული ყველაფერი წამართვა გამქურდა, მალე ნატაშამ დაიწყო ჩემთან სიარული, ქმართან პრობლემები დაეწყო ქორწინებიდან ორი წლის შემდგომ, ის ხშირად ეძიებდა ჩემთან შვებას, უფრო და უფრო მძაფრდებიდა მისდამი გრძნობა, მაგრამ ჩემს ცხოველურ ვნებას მაინც ვერ ვიშორებდი, ზოგჯერ პარტნიორი მყავდა მაგრამ ისიც ვნების მოსაკლავად, ჩემი გულიც ნატაშასთვის აძგერდა. მოხდა საოცრება და ნატაშამ ძალიან მთვრალიი იყო ჩემს სახლში მოვიდა ულამაზესი იყო, როგორც ჩანდა წვეულებაზე იყო მოკლე ერთიანი კაბა ეცვა წითელი ზურგ ამოღებული, ჩემს ტუჩებს დაეკონა, ვერ ავხსნი რა ვიგრძენი დღემდ არ ვიცი, სახლში შევიყვანე გამოფხიზლების შემდგომ გაიქცა და უკან აღარ მობრუნებულა, ისწავიდა ჩემი ცხოვრებიდან, თითქმის ერთი თვე არ მენახა, ყოველდღე ვწერდი სმს ვურეკავდი მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა, ჩემი თავის მიმართ სიძულვილი გამიჩნდა, მიყვარდა ნატაშა მაგრამ არ შემეძლო მასთან ყოფნა არ შემეძლო, ის ქმარს გაშორდა და უკრაინაში გაემგზავრა. ერთი წელი ვებრძოდი ამ ტკივილს მხოლოდ სამსახურით ვცხოვრობდი პირადი ცხოვრება დავივიწყე...
    რამოდენიმე თვის წინ კი დედას მდგომარეობა გაუარესდა და ის გარდაიცვალა. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია იყო, მის საფლავთან მივედი დაკრძალვის დღეს. სამწუხაროდ არ მაცადეს ტირილი, დედას ძმამ მეჩხუბა და დამჭრა მძიმე ჭრილობა მქონდა, რა თქმა უნდა პოილიციას არ გაუგია, ჩემი ჭრილობა გაუარესდა ვგრძნობ მალე მოვკვდები, ეს მართალიც არის, მე ნატაშას სიყვარული დღემდე მაქვს მაგრამ ის ჩემი ვეღარასოდეს გახდება, მალე მოვკვდები ასე დასრულდება ჩემი უფერული და საშნელი ცხოვრება...


ზაზა ნებიერიძე 






































5/16/2014

უსათაუროოო

მოქმედება ხდება წარსულსა და დღევანდელ პერიოდში
ამბავი I
                      მეცხრამეტე საუკუნის ბოლო და მეოცე საუკუნის დასაწყისი.
  მზე ამოიწვერა ირგვლივ ცვარიანი ბალახი ისევ ციმციმებს თითქოს ბრილიანტის ნამცეცები მიმობნეულიყოს ირგვლივ, ოთახში ფუსფუსის ხმა ისმის. დილაადრიან წამოხტა ლოგინიდან დილით დედას უნდა მიეხმაროს. დედას თავზე ლეჩაქი მოეფარა ტანთ უბრალო ჩითის კაბა ჩაეცვა, დილიდან ხმა ამოუღებლად შეუდგნენ შრომას. ხატიამ წყალი მიუტანა მამას ისიც დილიდან ყანას შედგომოდა შემოდგომის მოსავლისთვის ანოყიერებდა მიწას. კვირა დღეს ხშირად ცდილობდა წასულიყო ეკლესიაში წირვაზე დასასწრებად, აქ იყრიდნენ სოფლის თვალხატულა გოგო-ბიჭები თავს. ტაძრის ეზოში ხდებოდა მომავალი რძლის ან სიძის შეთვალიერება შემდგომ კი საქმეში ერთვებოდა მაჭანკალი, რომელსაც სარგებელი ქონდა ბიჭის ოჯახს თავაზობდა გოგონას წარუდგენდა მზითვების სიას. ხატიამ სკივრიდან ამოიღო თავის ერთადერთი საგარეო კაბა რომლითაც თავს იწონებდა ეს გახლდათ ჩითის ლამაზ ყვავილებიანი, თავზე თეთრი თავსაბურავი დაიხურა და გაუყვა ეკლესიისკენ მიმავალ გზას, მზე უფრო და უფრო ათბობდა დედამიწას, გზად შორს იყო, ღიღინით მიუყვებოდა აქვე შეხვდა მისი ტოლი მეზობელი, ერთად განაგრძეს გზა. საუბარით კი ვერაფერი მოძებნეს სასაუბრო თემა და მხოლოდ ჩუმად ჩაფიქრებულნი.
  ტაძრის ეზო მთლიანად გადავსებული იყო ხალხი გარეთ გამოფენილიყო, ზოგს სასაფლაოსკენ ხეების ჩრდილში ეპოვათ შვება, აქვე მოსამსახურით ბრძანდბოდა ერტი აზნაურის ქალბატონი ლევან კანდელაკის მეუღლე. ეს გახლდათ საშუალო ტანის, გრძელი ცხვირით, შავი თვალებით, საკმაოდ ჩასუქებული, ხელებს სინატიფე შერჩენოდა, ტანთ ემოსა ქართული კაბა, თავისი ვაჟისთვის ათვალიერებდა გოგონას, შემოცქრიალდა ხატია თავის მეგობართან ერთად კანდელაკის ქალმა ყურადღება მიაქცია მოხიბლა ხატიას სილამაზემ. მაღალი შუბლი ცქრიალა თვალებით, თხელი პირი სახის, წლე გამოკვეთილი, ყურადღებით ათვალიერებდა, ხატიას მაგრამ მან არ იცოდა მისი შვილის და ხატიას ტრფობის შესახებ ისინი უკვე დიდი ხანია ერთმანეთს ერტფიან მაგრამ შეუღლების იმედი არ აქვთ, ვაჟს ეშინია დედისთვის რიდი აქვს ვერ უმხელს. აი დადგა წუთი რომ აზნაურის ყურადღება მიიქცია გლეხის გოგომ, იქვე მდგომ მის მოსამსახურეს კითხა რომელსაც მზისგან დამცავი თეთრი ქოლგა ეჭირა და აზნაურს იცავდა მცხუნვარე მზის სხივებისგან, ქალბატონო ეს ჯღამაძის ქალიშვილია, ეს მართლაც მოულოდნელი იყო ვერ წარმოდგინა, რომ გლეხის ქალი შეიძლებოდა დაიბადოს ეგეთი სათნო და ლამაზი. ზარების რეკვის ხმამ მრევლი ტაძარში მოიხმო ხალხმა თავი მოიყარა და ყველა უსმენდა მღვდლის მინაბულ ხმას მედავითნე ზოგჯერ მჭექარე ხმით წარმოთქვამდა ლოცვებს, ხატიას აფორიაქება დაეწყო თითქოს წინასწარ გრძნობდა რაღაც საშიშროებას.
   დიდი ხანია შეთვალიერებული ყავდა ერთ გლეხის ოჯახს აქ კი ისევ მოსულიყო და მაჭანკალიც დაებარებინა წირვის მერე სურდა გაეგზავნა ჯღამაძის ოჯახში და გაერკვია და ეშუამდგომლა. ეს გახლდათ მახვილაძე საკმაოს ქონების პატრონი გლეხის ოჯახი მათ სამი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი ყავდათ ყველა დაქორწინებული და თან სარფიანად. მხოლოდ უმცროსი ვაჟიშვილი ადარდებდა დედას ეძებდა თავისი ვაჟის შესაფერის. ნიაზი გამოირჩეოდა თავისი შრომისუნარიანობით მართალია გლეხი იყო მაგრამ საკმაოდ ბრძენი, შრომისმოყვარე. ხატიას ყური მოეკრა ნიაზიე მაგრამ მისი გული მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ძგერდა, მხოლოდ ერთ ადამიანის სახელს და ისიც ძალიან იშვიათად. დიდი ხანი არ ენახა რაც დედაქალაქს გაგზავნეს სასწავლებლად მაგრამ, თითქოს ყოველთვის მასთან ყავდა და არც დაეტოვებინა სოფელი...
   მართლაც დამთავრდა წირვა თუ არა სიცხიდან გათანგული ხატია სახლის გზას გაუყვა გზად ბევრი გამყოლი შეხვდა მსჯელობდნენ ერთმანეთში მეზობლის დაქორწინებაზე ახლაგაზრდები თავდახრილნი მიუყვებოდნენ გზას უფროსების საუბარს მხოლოდ უსმედნენ, სახლის კარს მიუახლოვდა ხალისიანად გაირბინა ეზო სახლის კარი შეაღო დედამ დახმარება სთხოვა მანაც უჩუმრად შეუდგა ყოველდღიურ საქმეს მალე სალხში მამაც დაბრუნდა ვერ გაეძლო მზის მცხუნვარებისთვის უკვე სადილობის დროც მოსულიყო, სადილიც ღარიბული ქონდათ, მათგან საყვედურს ვერ გაიგინებდტ ბედის  ყოველთვის ღმერთის მალდობელნი იყვნენ. როდესაც ხის ტაბლას შემოუსხდნენ ხმა გაგონეს მაინძელო, ეუცხოვათ ბატონი ჯღამაძე შეეგება სტუმარს მიიწვია, მობრძანდით ბატონო რა გნებავთ აქეთ შემობრძადნოთ რამ შეგაწუხათ. ეჭვის თვალით უცქერდა მამა. თქვენი ქალი მოწონებია მახვილაძეებს მე კი საშუალავლოდ მოვედი. მამამ თავისი მზითვების ჩამონათვალი უჩვენა. ხატიას არავინ დაეკითხა აზრს, მისთვის მოულოდნელი იყო, მის დაუკითხავად უნდა შერთოდა ცოლად უცხო კაცს, ბედს უნდა დამორჩიელბოდა ოჯახს ვერ შეეწინაღმდეგა...
   ისმის მხიარული სიმღერის ხმა მაყრიონი ქარაგმულა სიტყვებით მიუძღვება გზას მხოლოდ ხატია არ არის ბედნიერი მხოლოდ ის იყო უბედური იყიდეს, მის აზრს არ დაეკითხნენ, მამამ საკმაოდ ბევრი რა გაატანა მზითვებად ეს ცოტა გასაკვირიც იყო როდესაც ისინი სოფელში საკმაოდ ღარიბებად ითვლებოდნენ, ჯვრისწერის დროს ამაყად იდგა თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ნიაზი, ის ერთ-ერთი ლამაზ ქალიშვილს ირთავდა ცოლად, მორჩილს თავმდაბალს. მათი ცხოვრება კი ულაზათოდ მიედინებოდა, ოთხი შვილი შეეძინათ, ცოლს არასოდეს დაავიწყდა თავისი პირველი სიყვარული ჩუმად ისევ მას ეტრფოდა. არასოდეს შეებღალა ქმრის და ოჯახის სახელი მისთვის ჩუმად გულში ჩამარხა მისი სიყვარული...


ამბავი II
                                 
მოქმედება განვითარდა საბჭოთა კავშირის დროს
  პირველი კლასიდან გამორჩეული ბავშვი იყო ყოველთვის უყვარდა სწავლა. ბეჯითი პარადის დროს ყოვეთვის პირველი იყო. დადგა ის დრო როდესაც სკოლას ამთავრებდა და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადადიოდა. ოქროს მედალი აიღო სალხში დიდი ზეიმი გაემაართათ მშობლებს მოწვეული იყო მეგობრები მამას თანამშრომელბი მართლაც გამორჩეულნი იყვნენ ამხანაგი გიორგაძე შრომის გმირი, ახალი შეძენილი ქონდა ტელევიზორი ამხანაგები ყურადღებით უსმედნენ საინფორმაციო გადაცემას. აი დადგა ის წუთი როდესაც ორქოს მედლით დამშვენებულ საამაყო საბჭოთა ახალგაზრდას უდნა შემოეღო სახლის კარი. მამა ბოლთას სცემდა ოთახშ და თან  ჩიბუხს ეწეოდა მეგობრები კი მსჯელობდნენ ახალ ნარგავებზე, ამხანაგო მიხეილ სად აპირებს თქვენი ვაჟი სწავლის გაგრძელებას, მამისთვის მტკივნეული აღმოჩნდა პასუხის გაცემა რადგან ვერ აეხსნა ოქროს მედალოსასნ რატომ არ სურდა ერთი წელი სწავლის გაგრძელება რა უშლიდა ხელს, ეს ხომ მათი ოჯახისთვის სამარცხვინო იყო დამამცირებელი ამხანაგების წინაშე, ჯერ არ შეუტყიბინებია ჩვენთვის. მიზეზი კი სულ სხვა იყო მგზებარე სიყვარული მას უჭირდა განშორება თავის გულისწორთან რაიონში გამორჩეულ გოგონასთან, თავის გვანცასთან გვანცა იყო მის სულის მზე მანათობელი, ყველაფერს გვანცას ხათრით აკეთებდა, ვერ წარმოედგინა რომ ვერ ნახავდა ხშირად მის ლამაზ შველივით თვალებს, ვერ მოისმენდა მის ხმას თუ როგორ მღერის ხშირად აცილებდა მუსიკალურ სასწავლებელშიი მიმავალს, ცდილობდა გვანცას დაცვას. გვანცა მამით ობოლი იყო ომში გმირულად დაღუპულიყო. ელხაც სურდა გვანცა მის გვერდით ყოლოდა მაგრამ არ არ შეიძლებოდა, ოჯახს ჯერ ვერ ეტყოდა რო ცოლის შერთვა უნდოდა რას იფიქრებდა მამა. 
აირბინა კიბეები სიხარულით შეაღო კარი და მამის ომახიანი ხმა გაისმა, რუსული მუსიკაც, დედა შვილის ცვლილებას ამჩნევდა, ჩუმად აკვირდებოდა... ქეიფი საღამომდე გაგრძელდა. დედამ ჯემალი გვერდით გაიყვანა თავისი მშვიდი აგრეთვე სიყვარულით სავსე ხმით შესთხოვა გაეზიარებინა მისთვის დარდი. მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა ეს დედისთვის სკოლის მოსწავლე რომელმაც სწავლა სულ რამოდენიმე საათის წინ დაამთავრა უკვე ცოლის შერთვას სთხოვდა. დედის რჩევა დარიგებით ჯემალმა უნივერსიტეტში ჩააბაარა. წლები გადიოდა, გვანცას მხოლოდ არდადეგებზე ნახუულობდა მატ სამუდამოდ შჰფიცეს ურთიერთს სიყვარული, წერილებს წერდნენ, გვანცა ლექსების წერით გამოირჩეოდა, სწავლა არ გააგრძელა და კოლმეურნეიბაში ქათმის ფერმას ჩაიდგა სათავეში, ჯილდოც მიიღო შრომობდა რაც შეიძლება ბეჯითად, ყოველ საღამოს წედა წერილს ჯემალის და უყვებოდა სოლფის ამბებს, მათ ძალზე საინტერესო მიმოწერა ქონდათ არჩევდნენ წაკითხულ წიგნს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს... ასე გავიდა ოთხი სანატრელი წელი.. სალხში დაბრუნებულმა ჯემალიმ მამას განუცხადა თავისი სურვილი, მამამ თავის ვაჟს გადაუხადა სანაქებო ქორწილი. გვანცამ კიდევ აიღო შრომის სოციალისტური გმირის წოდება ჯემალი კი სათავეში ჩაუდგა რაიონის პოლიციის სამართველოს მათმა სიყვარულმაც გამოიღო მალე ნაყოფი და ქალ-ვაჟი შეეძინათ... 

ამბავი III
დღევანდელი დრო

პატარა ვარდისფრად შეღებილი ოთახი კედელზე გაკრული ეიფელის კოშკის სტიკერი იქვე ანჩოს სელფშოტები, ლოგინზე ფეხმორთხმული ზის, ელექტრონული მუსიკის ჰარმონიით გაჟღენთილი, ანჩო  სოციალური ქსელით ემესიჯება მანჩოს, ორივე განუყრელი მეგობრები. ერთნაირად იმოსებიან ერთნაირად იკეთებენ მაკიაჟს ეხლაც განიხილავდნენ თავის სასიყვარულო ისტორიას:

  • ანჩო: პრივეტ რას შვები გოგო იცი დღეს ვინ მომწერა?
  • მანჩო: პრივეტ სიხ აუ ვინ იმ დებილმა?
  •             ისევ არ განებეს თავს? აუ ეხლა არ გამაგიჟო და არ მითხრა რომ მიწერე
  • ანჩო: ისე მეცოდება საწყალი, იცი რა მოწერა ,,აუ კნუწ ვერ გივიწყებ ვერ ვივიწყებ                შენი ტუჩების გემოს, გახსოვს რას მპირდებოდი, ვერ წარმომედგინა თუ                      მასზე იმ ურჩხულზე გამცვლიდი, ნუთუ რატომ? ხო ვიცი რომ ის ბოლო                      მოდელის BMW-ით დადის ყველა გოგოსთვის საოცნებოა, ვიცი რომ მაგრად              იზმანება მაგრამ მას არ უყვრახარ ისე როგორც მე დავხუჭე თვალი შენ                       წარსულზე, გაპატიე ამდენი შენი თავქარიანობა" :)))))) ნახე რა იდიოტია ეს                 დებილი გოგო ამას გონი რამედ ვთვლიდი უბრალოდ დრო გამყავდა, თავს              ვიქცევდი
  • მანჩო: აუ გოგო რა საცოდავია თან რომ გაყვედრის ეგ საცოდავი, პროსტა ისე იმ                   დღეს სკოლის ეზოში არ უნდა გეკოცნა. იმ საცოდავმა დაგინახა მაგაზე რომ              აფანატებს ის გოიმი ჩვენი პარალელ კლასელი მაკა,
  • ანჩო: აუ კაი რა ისე ხო იცი შეეფერებიან ერთმანეთს, გოგო იმ დღეს რა ბანძობა ეცვა    ან სად ნახა ესეთი გოიმობა?
  • მანჩო: ხო რა ეხლა ნახე ზურამ რა დაპოსტა გაგლეჯილი მთვრალიიიი :))) და თან                  კაფე მოუნიშნია კაი რა, სადღაც ბირჟააზეა
  • ანჩო:  იცი ვინ მომწერა ეხლა კაი გავე 
  • მანჩო: არ არსებობს შენმა ახალმა ლოვემ გაგუმ აუ კაი მიდი და გელოდები რას                     მოგწერს....
   სარკეში ჩაიხედა ჩვევათ ქონდა თითქოს ჩათში შეეძლო დაენახა გაგუს, გაგუ თანამედროვე მოდაას ამყოლი ტიპი იყო უყვარდა ირაკლი ჩარკვიანი, და ჯაზი. ეს როდესაც ანჩომ გაიგო დაიწყო ინტერნეტში ჯაზმენების მოძებნა და მათი მუსიკის მოსმენა, მეგობრის დახმარებით, გაარკვია თუ რომელი მუსიკა მოწონდა მის ახალ თაყვანისმცემელს, ბევრს მოსწონდა, ანჩოც ბევრს ხვდებოდა დრო გაყავს, ხშირად მათთან ერთად კაფეში გაითიშებოდა სასმელით და მერე რა ხდებოდა, აღარც ახსოვდა მხოლოდ სურათებით ხვდებოდა შეყვარებული იყო სელფშოტზე თუ ვინმეს ზასავდა ყველა სურათი აქ გადაღებული. ერთ დღეს მანჩოს ყოფილ ლოვესათნ ბევრი მოუვიდა და რათა მანჩოს არ გაეგო იმდენი მოახერხა რომ ერთმანეთს დააშორა. ნამდვილი სიყვარულით თავის თავსაც რომ არ უტყდებოდა მხოლოდ ერთი უყვარდა მეოთხე საჯარო სკოლის გამორჩეულად ბეჯითი მოსწავლე, მასზე ორი წლით უფროსი, მაგრამ მას ფული არ ქონდა ანჩოსთვის ღირებული ფული და მანქანა იყო, შორს არის სწავლიდან სძულს სწავლა, დღესაც გააცდინა რეპეტიტორი, დედა კი საზღვარგარეთ არის და ამაყობს თავისი შვილის განათლებით, ის ხომ შვილისთვის მუშაობს. სახლში მამა და ბებია ყავდა, მამას საყვარელი ყავვს ერთ-ერთი სალონის უფროსი, დედის მეტოქესთან ახლობლობდა და სალონშიც ხშირად სტუმარობდა, ენატრებოდა დედა მაგრამ ამასთანავე ნაწყენიც იყო, ათი წელი არ ენახა როდესაც სკოლაშ შევიდა მაშინ გაემგზავრა ქვეყნიდან, რათა ოჯახი ერჩინა. 
    სარკეში ჩახედვას მორჩა, ცოტას ვალოდინებ თითქოს ვმეცადინეობდი :)
  • გაგუ: ჰი რაას შვები როგორ ხარ? სად დაიკარგე რაღაც თვალში არ მომხვედრიხარ ამ            ბოლოო დროს
  • ანჩო:  პრივეწ რავი არ მეცალა ხო იცი ვემზადები და მასწთან გამოცდა მქონდა
  • გაგუ: მოდი რა დღეს გნახავ საღამოს შვიდ საათზე ცოტა მანქანით ვისეირნოთ და                მერე სადმე ჩავჯდეთ ოკ?
  • ანჩო: აუ არ ვიცი მასწთან ვიყავი წასასვლელი მაგრამ კარგი მოვალ, სად შევხვდეთ                ჩემ სახლთან ახლოს მოდი და სმს გამოუშვი და გამოვალ

  • ანჩო:  გოგო დღეს დამინიშნა პაემანი და რა ჩავიცვა გთხოვ მირჩიე რამე ცოტა                         გამოწვევად მინდა ჩავიცვა?! ისე მინდა რომ აი ძაან მოუნდესს ჩემთან                         ზასავი 
  • მანჩო:  აუ გოგო ასე მალე არ ღირს დაიცა კიდე რა მოგწერა სამი შეხვედრის მერე                     მაინც ეზასავე, მერე გვიან შენებს უთხარი თითქოს ჩემთან რჩები და გვიან                  ამოდი დღეს დედაჩემი მორიგეა და მამაჩემს ვეტყვი რაღაცას მოვიგონებ.                   იცი ის ფოსფორის ფერი ბოტასები ჩაიცვი დახეული ჯინსი ეხლახანს რომ                   იყიდე და ის ზედა გახსოვს სეილზე რომ ავაგდეთ?
  • ანჩო: გოგო ეს ბოტასები ძაან გაბანძდა ამას წინ ნიტას ფეისზე ვნახე სადღაც                           სოფელში გადაეღო სურათი და იქ ეცვა კაი რა საშინელება იყო რაღმე გული               ამერია
  • მანჩო: აუ ეს ქაჯები როგორ აფუჭებენ ამ სვეწკურ ბოტებს, მაშინ სამხედრო რომ                      შეიკიერე ის მაინც ჩაიცვი მიდი დროზე ღამე გელი კაი გკოცნი პაწ :*
ანჩომ მეგობრის რჩევა გაითვალისწინა ბებოს, გასძახა ყავა მიერთმია, შუედგა გარდერობის გადმოყრას და სამოსის არჩევას. წითელი საცხი წაისვლა თავზე ბენდენა წაიკრა, შავი გვერდებ ამოჭრილი ზედა ჩაიცვა დახეული ჯინსი და სამხედრო ბოტები, კარები გაიღო და ბებოს კივილი რას გევხარ ესე სად მიდიხარ ან რა გაცვია, მანჩოსთან მივდივარ და ვრჩები, ეხლა ნუ გაატრაკე გეყოს, ბებოს თვალზე ცრემლი მოერია უჩუმრად გაიხურა კარი, ცრემლებს ძლივს იკავებდა თავბედს იწყევლიდა, ის ხომ უდედოდ იზრდება მამაც არ ყავს, ან ესეთ ყოლას...  მისტიროდა თავის ცხოვრებას დარდს კი ვერავის უზიარებდა. ანჩომ იუთუბში თვალი გადაავლო ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას ტექსტი გაიზეპირა რათა თავის მუსიკალური ნიჭი ეჩვენებინა გუგასთვის.
  დადგა ის მომენტი როდესაც ერთად სარკესთან აიფონით სურათი გადაიღო ეგრევე გააზიარა ინსტაგრამზე და ფეისში, სამ წუთში აიღო ლაიქები ძაან საყვარელი ხარ აუ კნუწ რა სიცოცხლე ხარ, მიყვარხარ ვგიჟდები, მხოლოდ გაგუ არ აქცევდა ყურადღებას ფეისში, ის ელოდებოდა... სმსი მიიღო თუ არა ეგრევე გავარდა არც დამშვიდობებია ბებიას, კიბეები ჩაირბინა თავზე კეპიანი ქუდი დაეხურა, გახარებული იყო, როგორც იქნა გაუმართლა და ნახა მისი საოცნებო ბიჭი, გადაკოცნეს ერთმანეთი ნახე პივა გავაძრე დალევ? კი წინ დაჯდა აუ გეხვეწები ჩარკვიანი ჩართე, მუსიკის ფონზე პპივას შეექცეოდა, და მანქანა ჩქარა მოქროდა ქუჩებში უკან რჩებოდა მოსახლეობა, კაფე გზად გაიჭრა...
   ანჩო იცი დიდი ხანია არ გიცნობ მაგრამ შორიდან ყოველთვის გიყურებდი, მომწონხარ თან ძალიან, გაგუს ხელი ნელ-ნელა მიცურავდა ანჩოს ფეხებისკენ მალე მათი ტუჩები დაეკონა ერთმანეთს, ბოლოს კი მოხდა ის, რასაც ანჩო არ ელოდა თავიდან ეწინააღმდეგებოდა ბოლოს კი დანებდა, მისი სურვილით... გაისწორეს ტანისამოსი და გაეშურნენ სახლისკენ... ანჩო ნაწილობრივ გახარებული და ნაწილობრივ სევდიანი გაემართა მეგობრის სახლისკენ, გამოუტყდა თუ რაც შეემთხვა, მანჩო
მ კი გაუზიარა თავისი გამოცდილება საბოლოოდ მანჩო და ანჩო უკვე ერთმანეთს აღარაფერს უმალავდნენ... საბოლოოდ ორივემ ბევრი ადამიანი გამოიცვალეს. ხოლო ანჩომ ცოლად გაყვა მის სიყვარულს, რომელმაც აპატია თავისი წარსული, მაგრამ არც მათი ოჯახი აღმოჩნდა ბედნიერი, იმიტომ რომ ძველ ჩვეულებას ვერ უღალატა ანჩომ... 

5/13/2014

ერთგულებააა

   ზამთრის პირი, გარეთ ქარის ზუზუნებს, .თოვლმა თითქოს თეთრი გადასაფარებელი გადააფარა გარემოს,  თოვლს ასევე თავისი საბურველი გადაეფარა სახლისთვის,  სადაც ერთ-ერთ  ოთახში მყუდროდ მოკალათებულნი იყო მოხუცი ქალბატონი, რომელიც ბუხრის წინ იჯდა და ბუხრის წინ საღუმურში გამოწყობილნი  დაჩოქილი ბავშვები, ბებოს უსმედნენ, ბუხარში ცეცხლი ენთო,შეშის ტკაცუნის ხმა ერწყმოდა მოხუცის ხმას, საამოდ ებაასებოდა შთამომავალთ, ბუხარი მდინარის ქვებით მოეპირკეთებინათ, კედელს ამშვენებს ძველი ქართული ორნამენტებით დაქარგული ხალიჩა, აქვეა  ბებოს ახალგაზრდობის სურათი, რომელსაც წლებთან ერთად ფერიც შეცვლოდა თითქოს სურათმაც იგრძნო წლების მატება. ოთახში დგას მრგვალი ხის მაგიდა რომლის ფეხზე ვენახია ამოტვიფრული , კედელზე თავს იწონებს ჯიხვის რქები, რომელიც  წლების წინ ამ ოჯახის სიამაყეს წარმოადგენს, ლხინის დროს ხშირად იყენებდა არსენ ბაბუ. ჯიხვის რქებს გვერდს უმშვენებდა არსენ ბაბუსა და თამარა ბებოს სურათი მათივ თვალებიდან მზე ანათებს სიყვარულის მზე სურათიდან კი იგრძნობ თუ რა სპეტაკი სიყვარული აკავშრებდათ.
    ბუხრის მოპირდაპირე მხარეს ტყავის სავარძელი დაედოთ. აქ ხშირად უყვარდა ბებოს ჯდომა და წარსულზე ფიქრი, შედარება მის შთამომავლობის საქციელსა და მის საქციელს შორის . ძალიან დიდ განსხვავებას ხედავდა, წლების მანძილზე ამჩნევდა თუ როგორ იცვლება თაობები და რამდენად დიდ მაცდურში ვარდებიან.
   მშვიდი ტკბილი ხმით საუბრობს, პატარები კი მის მიერ გაკეთებულ ჩურჩხელას მიირთმევენ, უცებ უფროსი გოგონა შემოვიდა, მისი პირველი შვილთაშვილი თინეიჯერობის ასაკიდან გამომდინარე თავისებური ხასიათით გამოირჩევა, ბებოსთვის მიუღებლად იცვამს, აგრეთვე მისთვის მიუღებლად იქცევა.თამარა ბებომ გადაწყვიტა ბავშვებისთვის მოეყოლა წმინდა სიყვარულზე და არა ისეთზე როგორც დღევანდელ რეალობაშია. ანკასაც დააინტერესა თუ რას უწოდებდა წმინდა სიყვარულს და მოემზადა მოსასმენად. გისმენ მაინტერესებს რა ზღაპარს მოიგონებ ახალს, სიცილი აუტყდა, ბავშვებმა გადახედეს არც მათ ესმოდათ უფროსი დის ვერ გაეგოთ თუ რა ჭირდა მათ არ შეხებიოათ ამაო ცხოვრების სიბინძურე არ გაუგიათ სიყვარულის იმედგაცრუებები ღალატი მეგობრების მიერ ჯერ ისევ გამოუცდელი პატაები არიან. პატარა დები ტყუპებია 10 წლის გოგონები, ქერა ხვეული თმებით, მათ ასაკთან შედარებით უფრო ბავშვურები სუფთა თვალებით მომზირალნი, ძალიან უყვართ ბებო და ხშირად ატარებენ დროს მასთან უყვართ ბებიის მოყოლილი ზღაპრები და ახალგზარდობის დროინდელი მოგონებები... აქვე იჯდა შავთვალწარბა ხვეული თმით, ცელქი ყოველთვის ცდილობს რაღაც დააზიანოს დებს მუდმივად უსიამოვნო სიუპრიზებს უწყობს ეხლა კი ეს ცელქი ბიჭუნაც სულგანაბული უსმენს ბებოს. ბებომაც მშვიდი ხმით განაგრძო მოყოლა თავისი სიყვარულის შესახებ.
.წლების წინ როდესაც თექვსმეტი წლის ვიყავი მაშინ მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული სოფლის ცენტრში წყაროზე დავდიოდი კოკით რათა სახლშ წყალი გვეზიდა მე და ჩემი და-ძმა ჩვენი სოფელი პატარა მაგრამ ლამაზი იყო ჩვენ დროს ძალია დიდ პატივს სცემდნენ უფროსს, თვალებ დახრილი ვესაუბრებოდით უფროსებს, თუ ვინმე სტუმარი შემოვიდოდა ოჯახში ყველა ფეხზე წამოვდგებოდით და ვესალმებოდით მოხუცის სიტყვას ძალიან დიდი ფასი ქონდა, დედას და მამას ვერსაოდეს ვეუბნებოდი ზედმეტს ყოველთვის მათ გვერდით ვიყავით და უსიტყვოდ, მამა მკაცრი მაგრამ სამართლიანი იყო ასევე ძალიან მორწმუნე ზეპირად გვასწავლიდა ლოცვებს. ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენ სოფელში ჩამოვიდა ქალაქიდან ერთი ნათავადარი რომელიც კულაკი იყო, გადაეწყვიტა ჩვენს სოფელში დაესვენა, თავადი ძალიან სუსტი გაყვითლებული თვალებ დაღლილი, მის სახეს დასტყობდა შიმშილის კვალი მას ალხდა მშვენიერი ჯანღონით სავსე ახალგზარდა ყმაწვილი, ბავშვობიდან ამ თავადს ემსახურებოდა, როგორც ჩანს მისთივს არ იყო უცხო შრომა არც გაუჭურდა მთასთან შეგუება, მე მათ თვალი მოვკარი როდესაც წყაროზე ვიყავი და წყაროდან წყალი მიმქონდა სახლში ჩუმად გავაპარე თვალი მისკენ ძალიან მომხიბლა ამ ვაჟკაცმა არც მას დავრჩენილვარ უყურადღებიდა ჩვენი თვალები ერთანეთს უმზერდნენ მხოლოდ, საჩქაროდ გავეცალე არ მსურდა სხვას გაეგო. მასზე ფიქრი ამეკვიატა მხოლოდ მის გამოხედვაზე ვფიქრობდი გზად ფეხი ქვას წამოვკარი და კოკაც გამიტყდა სალხში დაბნეული მივედი შიშმა შემიპყრო მამის მერიდებოდა როგორ მემართლებინა თავი, მე ხომ არასოდეს გამიტეხავს კოკა, ან რა უნდა მეთქვა რამ დამაბნია, თვადახრილი მივედი და დარცხვენილი მამას ხმა არ ამოუღია არც საყვედური დასცდენია, დედამ კი წამეჩხუბა დამავალეს რომ ცხოველებს მწყემსად დავდგომოდი ისე დღე მეც დიდი სიამოვნებით გავეშურე, მივდენიდი ცხოველებს და ვფიქრობდი მასზე მთის კალთებს გავცქეროდი არც მახსოვდა სად ვიყავი თვალწინ მისიგამოხედვა მედგა, უცებ სიმღერის ხმა შემომესმა და გამომაფხიზლა არ მეცნო მართლაც საამური ხმა ქონდა ჩვენს სოფელში არც ერთ მამაკაცს არ ქონდა ესეთი ტკბილი და თან ჰაეროვანი ხმა, უკან მოვიხედე და ის თავზე ქუდი დაეხურა გულზე მოღეღილი ქონდა პერანგი მე იქვე გავშეშდი და ხეების უკან მივიმალე მინდოდა მისთვის მეცქირა და მისი ხმიით დავმტკბარიყავი. ამ დღის მერე კი რამოდენიმე თვე არ მენახა მაგრამ მასზე ფიქრი წამითაც არ ქრებოდა უფრო მეტს ვაკეთებდი სახლში საქმეს რომ არ მეფიქრა მასზე მაგრამ არ გამოდიოდა, უფრო და უფრო მძაფრდებოდა მის ნახვის სურვილი, სოფელში ჭორები დადიოდა თითქოს ნათავადარი ავად იყო და ეს უვლიდა. ჩვენი შეხვედრა მოხდა თავადის დაკრძალვის დღეს სოფლის მიწას მიაბარეს ჩვენც გადავედით და პატივი მივაგეთ, სახე წამომწითლებოდა უკვე ყველა მაჩნევდა ჩემს ცვლილებას, უფრო მეტად მარტო დარჩენას რომ ვითხოვდი ოჯახის საქმეებს მარტო ვეჭიდებოდი დედა როგორც ჩანს ყველაფერს ხვდებოდა, აი დადგა წმაიც და უკვე მუხლებიც არ მემორჩილებოდა ცივი ოფლი მასხმდა მიჭირდა ეზოში ჩასვლა, ის უნდა მენახა ჩვენი თვალები ისევ შეეჩეხა ერთმანეთს წმაი საუუნედ გარდაიქცა ჩვენს გამოხედვაში უკვე აშკარა მოწონება იგრძნობოდა. საღამოს პირი იყო სახლში მეზობლი ბავშვი გვეწვია ჩემს პატარა დას ხშირად ეთამაშებოდა ის ჩემთან მოვიდა და მითხრა სადაც ხშირად საქონელი მიგყავს საბალახოდ იქ გელოდებიან, ეს ჩემთვის მზის ამოსვლა იყო ბნელ ღამეში, თითქოს სმენა დამეხშო და ბავშვს შევეკითხე თუ ვინ მელოდება ან რა უნდათ მან პასუხი არ გამცა და გაიქცა მეც რაღაც მოვიმიზეზე და ეზო გადავირბინე უკვე საღამოს პირი იყო მზე ჩადიოდა გორაკიდან მიყვარდა ყურება მზის ჩასვლის, მინდორი შემოქმედს სხვადასხვა ფერის ყვავლებით შეემკო, მვდიოდი და ვფიქრბობდი მასტან შეხვედრაზე მასზე... ჩვენ ვიდეგით ერთმანეთის წინ და ხმას ვერ ვიღებდით მხოლოდ ვუცქერდით ორივეს გვესმოდა გახშირებული სუნთქვა ჩიტების საამური ჭიკჭიკი ყვავილები უკვე იძინებდნენ ჩვენ კიი ეხლა ვიწყებდით გამოფხიზლებას ჩვენთვის ეხლა ამოდიოდა მზე მზე სიყვარულისა, რომელიც ათბობს ადამიანს ასხივოსნებს შემოქმედებითად მუხტავს და ადამიანთა სიყვარულს უძიერებს უფრო მეტად აყვარებს გარემოს ღმერთს, მე თავი დავხარე ლოყებზე ალმური მომედო როგორ გავბდე და მას თვალებში ჩავხედე ჩუმად წარმოვთქვი მან ომახიანად არსენი ეს სახელი ჩემთვის კერპი გახდა სიტყვის თქმას ვერ ვბედავდით, მთხოვა რომ ხვალაც საღამოს აქ ისევ გვენახა ერთმანეთი, მეც დავთანხმდი. ჩვენი შეხვედრები გრძელდებოდა ჩვენს შორის ყოველთვის იყო დისტანცია ხელი არასოდეს მოგვიკიდია ერთმანეთისთვის, მხოლოდ ვიჯექით, და გვაყირებდით ჩვენს საამაყო მთებს ერთ დღესაც გადაწყვიტა ამაყად მამასთან მისულიყო, შუაკაცად კი სოფლის თავკაცს მიადგა და სთხოვა რომ მამასთან მიყოლოდა ხელის სათხოვნელად. ჩვენი ქორწილის დღეც დადგა ეს ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მერიდებოდა მეუღლის, მუდამ თვადახრილი ვესაუბრებოდი ჩენ ერთმანეთში არც გვიკამათია შევებით ცხოვრების უღელსს, ერთ წელიწადში ვაჟი შეგვეძინა, ამან უფრო მეტად გაამყარა ჩვენი სივარული, მამასთან ახლოს დავსახლდით ჩვენი საქონელი გვყავდა, ასევე ვამშავებდით მიწას და უფალს მადლობას ვწირავდით, გადიოდა წლები და ჩვენი სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდებოდა ოჯახი კი ძლიერდებოდა. მე ექიმბაშობა შევისწავლე და ვეხმარებოდი სოფლის მოსახლეობას.
    ერთ დღეს საშინელი ზარი რეკვა ატყდა ყველამ სოფლის შუაგულში მოვიყარეთ თავი და თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ ომი დაიწყო სიას კითხულობდნენ ჩემი მეუღლის სახელიც ამოიკითხეს ეს ჩემთვის თავზარდამცემი იყო, მაგრამ აგრეთვე საამაყო ქართველები ცოტანი იყვნენ ოდითგვანვე, ქალები ვაჟებს უნერგავდნენ სამშობლოს სიყვარულს ასწავლიდნენ რომ ომში საქართველოსთვის თავი გაეწრიათ. დადგა საშინელი პერიოდი მხოლოდ მოხუცები ბავშვები და ქალები დარჩა სოფელში ყველა ცდილობდა შეჭიდებოდა ცხოვრების სიმწირეს, ხშირად მოდიოდა წერილი გვატყობინებდნენ დაღუპულის ამბებს, ხშირად კი ოჯახს არც ეუბნებოდნენ და იმედის ნაპერწკალს არ უკარგავდნენ. ერთ დღესაც მოვიდა წერილი სადაცეწერა, რომ დაიჭრა მძიმედ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეს ჩემთვის მტკივნეული იყო. გადავწყვიტე წავსულიყავი მის სანახავად მაგრამ არ გამიშვეს, უფრო დიდი შემართებით ვუვლიდი ოჯახს და ვიცავდი მის სახელს, საბენდიეროდ მალე გამოჯანმრთელდა და ჩვენ ძალიან ხშირად ვუგზავნიდით წერილებს ურთიერთ, თითოეულ წერილში მე მას ვუყვებოდი თუ როგორ იზრდებოდა ჩვენი ვაჟი, ოჯახში რა ხდებოდა როდის გვიწევდა მოსავლის აღება, მინდოდა რომ გამხნევებულიყო და ომს არ დამეჩნია დაღი... ომიც დამთავრდა. ჩვენი სოფელი კი უკვე თანდათანობით იზრდებოდა და ვითარდებოდა არსენიც დაბრუნდა დამიბრუნდა ის ადამიანი ვის გამოც ცხოვრბა მიხაროდა ვის გამოც შემეძლო ცხოვრება მიმეცა, ყველაზე ემოციური მამა შვილის შეხვედრა იყო ეს ძალიან რთული და აგრეთვე ცრემლიანი იყო, მამა ვერ იცნო არსენი კი დიდხანს ეფერებოდა მის ვაჟკაცს, არრსენს სიბრძნე შემატებოდა, მალე სოფლის თავკაცად დაასახელეს, ჩვენ სოფელში დიდი პროგრესი მიმდინარეობდა ჩვენ ოჯახს სიძლიერე შეემატა, ოჯახს კი ბავშვების რაოდენობა, მუდამ სტუმრიანობა გვქონდა, არასოდეს ვიღლებოდით სტუმრის მიღებით, ეს დღესასწაულიც კი იყო., ვცდილობდით ყველას გამასპინძლებას არსენით ვამაყობდი თუ რამხელა გზა გაიარა მან  ცხოვრებაში გლეხის ბიჭმა რომელსაც არაფერი ებადა მიაღწია ცხოვრების უმაღლეს მწვერვალს, მე მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი არავის გაეგონა ჩვენი ხმამაღალი ხმა, ის პატივს ცემდა ჩვენს ოჯახს. საუბედუროდ დადგა დრო როდესაც ის ამა სოფლიდან წავიდა ჩემთვის მზე ჩაესვენა, დაბნელდა ირგვლივ გაცივდა გარემო, ჩვენი შვილები უკვე წამოჩიტულნი იყვნენ უფროსი ვაჟი ქალაქს წასულიყო და იქ სწავლობდა პარტიაში როგორც საუკეთესო სტუდენტი მიეღოთ და მუშაობა დაეწყო ეს ძალიან ახარებდა, შვილებისთვის მტკივნეული იყო მამის დაკარგვა, მხოლოდ შვილები მაძლებინებდა მეც გადავწყვიტე ქალაქში გადასვლა და აღმოვჩნდი ბურუსში, იქ სადაც ჩემი ადგილი არ იყო, ყოველთვის არსენი მახსენდებოდა, მისი სიყვარული მაძლიერებდა, სამწუხაროდ გამოჩდნენ ხელის მთხოვნელები მე კი ჩემს ღირსებას ვერ ვუღალატე, მალე მეც გამომიჩნდა სამუშაო ბავშვებს განათლება მივეცი, ყოველთვის მამის სიყვარულს ვუნერგავდი და მის სახლეს ხატად ვუქმნიდი.
   მე ის დღემდე მიყვარს არასოდეს მიღალატია მისთვის ის ჩემი ცხოვრების თანამგზავი იქნება მუდამ... თქვენ კი ამ სიყვარულის ნათელი მომავალი ხართ. მინდა გირჩიოთ რომ ერთგულება და მეორე ადამიანის პატივსცემა არ დაგავიწყდეთ, არასოდეს უღალატოთ მეგობარს, არ მისცეთ ბიჭს უფლება თქვენი სახელი ლაფში ამოსვაროს პატივი ეცით მშობლებს, უფლის სიყვარული არ დაგავიწყდეთ, უფროსი დააფასეთ, იყავით იმ საფეხურზე რასაც პატიოსნება ქვია...
   ბავშვებს ჩაეძინათ ხოლო ყველაზე ურჩს გული სიკეთისკენ შემოუბრუნდა...

3/30/2014

სიყვარული უჭკნობი ყვავილი... ვერა დააკლებს დრო...

რა სასიამოვნოა დღეა, ეს ლექციაც მალე დამთავრდება, არა არ შემიძლია აქ გაჩერება, როგორ მინდა ჰაერზე გავიდე ვერ ვჩერდები, მხოლოდ შენს გამო ვიტანე ამდენს მხოლოდ შენი თხოვნით მინდა საუკეთესო მომავალი შეგიქმნა, ჩემო ჩიტუნი ჩემო სიხარულო და სიწმინდევ, რა მჭირს ნუთუ ჩემს გონებას მხოლოდ შენზე სურს ფიქრი და სხვა არაფერზე, ო ჩემო ჩტუნი როდის დადგება ის წამი, როდესაც შენს თვალებს ვიხილავ შენს ნაზ და ჰაეროვან ხმას გავიგონებ, ნეტა იცოდე რა სითბო მევრება გულში და როგორ მავსებ მარადიული სიცოცხლის სურვილით. ლექციაც დამთავრდა შიო გაეშურა იმ პარკში სადაც უყვარდათ შეხვედრა დაგეგმილი ქონდა გასეირნება. გზად ყვავილების მაღაზიაში შეიარა ლამაზი ვარდები აარჩია. უცებ თვალთ დაუბნელდა კესანეს ,ულამაზესი კაბა ეცვა მის გრძელ ფეხებს წარმოაჩენდა თითქოს მარმარილოდან გამოეკვეთათ, სამწუხაროდ მისი თვალები არ მოეწონა. კესანე რა ხდება რატომ გაქვს ნაღვლიანი თვალები კესანე ჩემო ჩიტუნი, ჩემო ყვავილო და იმედო დღეს მინდა მსურს დღის ბოლომდე ერთად ვიყოთ. უკვე დაისი დამდგარიყო შიო და კესანე ხეივანში სეირნობდნენ საბოლოოდ შეთანხმდნენ ორ დღეში შეხვედრაზე. იმედებით სავსე იყო შიო, ისევ სურდა ზღვაზე წასვლა.
იმედებით სავსე გაეშურა შიო პარკისკენ ეს იყო მიტოვებული პარკი. რა ბედნიერი ვარ, რომ იცოდე ჩემო კესანე და რა მტანჯველია წუთები როდესაც შენ გელი ვერ ვისვენებ, როდესაც შენ გელი ჩვენს ხეს ვეფერები აქ ხომ შენი ხელით ამოტვიფრე ჩვენი სახელის ინიციალები , ჩემო ბავშვო სუფთავ შენ რა იცი ამაო ქვეყნის სიმწარე და ბოროტებანი. რა მტანჯველია ეს წამები, მიყვარხარ მთელი ჩემი ასრებით, დღეს რა ბედნიერნი ვიქნებით ზღვაზე მხოლოდ ჩვენ ზღვის ცქერით დავტკბებით შენ შენი ნარნარი ხმით დამატკბობ მე კი თავზე მოგეალერსები. აქვე გამოჩნდა კესანეს მეგობარი, შენ აქ რა გნებავს რამე? კესანემ გამომიშვა, რააა? რა მოუვიდა რა შეემთხვა ხომ კარგად არის. შიო თითქოს მოტყდა რაღაც დაემართა ვერ აღწერა ხელი აუკანკალდა წერილს დახედა, ვერ გაბედა გახსნა დიდხანს  უყურებდა საბოლოოდ გახსნა და ,,მე გშორდები" რააა არა ეს დაუჯერებელია ეს ტყუილია ჩემო კესანე, არა შეცდომა, ამიხსენი რა ხდება მხოლოდ ეს წერილი მოგცა რა ხდება მითხარი წადი წადი გამშორდი, შიოს ღრიალი აღმოხდა, ცრემლები წასკდა თვალთ დაუბნელდა მისთვის სიცოცხლემ ფასი დაკარგა. 
 კესანეს   შიოსგან:
ვიღვიძებ გარემოს მოვავლებ თვალს გეძებ, დიახ გეძებ თვალებით მინდა აქვე მყავდე და შენთან ერთად ვიწყებდე დილას, უცებ სხვა რეალობა მწარე უფრო და საშინელი შენ მასთან ხარ. ჩემი დილა კი იწყება არეული, ბედნიერების წუთები წამებთან ერთად იკარგება სივრცეში. მე ვდგები, ჰაერი ჩახუთული, ჩემს სევდას სიგარეტი კვამლი ერწყმის, საათის გამაყრუებელი წიკწიკი ისევ მამცნობს რომ უშენოდ მიდის დრო და მე მხოლოდ ვსუნთქავ მენატრები, უკვე წვერსაც აღარ ვიპარსავ, ეხლა შევნიშნე თურმე სად ყოფილა შენი გულსაკიდი  პატარა ნაზი ძეწკვი ისეთივე ფაქიზი როგორიც შენი სიყვარული იყო ჩემს მიმართ, არა ვერ დავაფასე ვერ გაგიფრთხილდი ჩემო ჩიტუნი. ო, როგორ მინდა აქვე მყავდე და შენს მკლავს ვეამბორო, შენი სურნელი შევიგრძნო. ოთახი არეული როგორც ჩემი გონება, კუთხეში არყის ბოთლი დევს, ვიცი მახსოვს, რომ დავიფიცე შენს წინ აღარ დავლევდი, მაგრამ არ შევასრულე ან რაღა აზრი აქ შენ მასთან ხარ მას აბედნიერებ, მე იმითაც ბედნიერი ვარ რომ შორიდან ვუყურებ შენს ღიმილს. რომ იცოდე რამდენჯერ ჩუმად გამოგყევი უკან, შენი სახლის კარიდან დაგყვებოდი, დღეს დღეს ვერა ვერ გაგაცილებ ვერ გავუძლებ  ჩემი ოცნებები თუ როგორ დაიმსხვრა ამ ჭიქასავით უფრო მეტადაც. გახსოვს ჩიტუნი ერთად დაწყობილი გეგმები, რამდენ რამეს ვოცნებობდით, ნუთუ მხოლოდ ჰაერში გაბნეული ბგერები იყო მხოლოდ და გულთან არც მისულა? აქვე არის ჩვენი სურათი არეულ ლოგინზე რამდენჯერ ცრემლით დამისველებია, ეხლა აღარც მდის უკვე, ცრემლმაც დამივიწყა და უარმყო, მხოლოდ გული მიცემს ნელა ისიც გაქრობას ლამობს. ჩემი საწოლი მუდამ არეული ოთახი სავსე სიგარეტის ნამწვავებით და არყის ბოთლებით, თითოეულ ჩვენ მოგონებას ვუძღვნიდი თითო სასმისს, რამდენი ბედნიერი წუთები მაკავშირებს შენთან გატარებული რამდენი ბედნიერი წამი. ო, როგორ მინდა შევეხო შენს მარმარილოსფერ კანს შენს ლამაზ ყელს რომელიც შველის ყელს გავს, დავეკონო შენს ტკბილ ტუჩებს და მასთან დავრჩე დავადნე ზედ როგორც თოვლის ფანტელი, ვაი რა უბედური ვარ რადგან ეს მხოლოდ ჩემი ოცნებები იქნება, ის შეგეხება მან წამართვა შენი სული, მეგონა მხოლოდ მე მეკუთვნოდა შენ ხომ გაიძახოდი, რომ მონათესავე სულები ვართო, სად გაქრა ან რატომ გაქრი? ისე წახვედი არც დამემშვიდობე, ალბათ ვერ წახვიდოდი ჩემთვის რომ გეთქვა, მინდა ჩაგხედო თვალებში და ამიხსნა. არა მე მოფარფატე სიტყვები არ მჭირდება არამედ შენ სულთან საუბარი თვალები ხომ ყოველივეს მამცნობდნენ, ნუთუ დამორჩილდი ნებას და დაყარე ფარხმალი, არა ჩემო ჩიტუნი ეს არ უნდა გექნა არ უნდა გაფრენილიყავი ჩვენი ბუდიდან, რომლის აშენებას ვაპირებდით. არ გეგონოს გსაყვედურობდე ერთი წამით არ გაიფიქრო, მე რა ვარ შენ, რომ გისაყვედურო, შენს თვალზე ცრემლს ვერ ავიტან და ვერც შენს გულის ტკენას, შენ მუდამ უნდა იღიმოდე, როგორ მიყვარდა  შენი ყურება როდესაც კომპლიმენტს გეუბნებოდი ლამაზად მორცხვად დახრიდი შენს ლამაზ თვალებს დაბლა ღაწვებზე კი სიწითლე შემოგეპარებოდა ატმის ყვავილების ფერი, გული გამალებით გიცემდა ხელს ჩუმად მომკიდებდი მე კი გულში გიკრავდი და ასე ვიდექით უსასრულობაში ჩაძირულნი, ჩემს მკლავს დაადებდი თავს სუნთქვა გიხშირდებოდა. მე შენს სახეს ვეხებოდი კოცნას ვერც გიბედავდი, ბედნიერი ვიყავი ჩემთვის, უსასრულო იყო შენთან ყოფნა, ყოველი განშორების დროს გული საშინლად მიმძიმდა ალბათ შინაგანად ვგრძნობდი შენს დაკარგვას. ვიცი რომ ცუდი ვარ საშინელი შენი ღირსი არ ვარ მაგრამ დანამდვილებით ვიცი ჩემო ჩიტუნი რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ასე ჯერ არავის ყვარებია არვინ. დიდი ნამდვილი და სუფთა სიყვარულით მიყვარხარ, შენ მაძლევდი ძალას რომ მესუნთქა მხოლოდ შენით და მეცხოვრა, როგორ შემცვალე უკეთესობისკენ,  სწავლაც კი დავიწყე რომ ჩემით გეამაყა. ისევ ცუდად ვიქცევი საყვედური გამოდის ჩემო ბეღურა. მაპატიე გთხოვ ეს სიყვარული და შემინდე. რამოდენიმე დღის წინ იცი რა დამესიზმრა? ზღვაზე რომ ვიყავით შენ ლამაზი გრძელი ყვავილებით მოჩითული ცისფერი კაბა გეცვა, თმას ზღვიდან მონაბერი ჰაერი გიწეწავდა თვალები სხვა ელვარებას გამოცემდნენ რა ბედიერი იყავი ბავშვით ხალისობდი, იდექი ზღვის სანაპიროზე და კენჭებს ზღვაში აბრუნებდი, მე კი ვიდექი და შემოგსცქეროდი შემოვცქეროდი შენს ლამაზ ზურგს ნაზს და ჰაეორვანს ლამაზ ტანს თხელ ხელებს რომელიც ლამაზად გააპობდნენ ირგვლივ ჰაერს თითქოს ჰაერი გზას გითმობდა, უცებ მომიბრუნდი და მითხარი რომ უბედნიერესი იყავი... მე ამ დროს კი ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ სიტყვების გაგონების დროს მუხლები მეკეცებოდა გულმა ცემა შეანელა რათა შენი სიტყვები უკეთ გაეგონა და მოესმინა, ნაბიჯის გადმოდგმაც კი ვერ შევძელი შენსკენ შენ ნარნარად მომიახლოვდი და კისერზე მომეხვიე, მაშინ ვიგრძენი შენი სურნელი ჩემო სიცოცხლე. მაშინ ვიგემე სიყვარულის გემო თუ რა ტკბილია როდესაც ასე ახლოს გყავს და ასე შორს, შენ სიწმინდის ეტალონი იყავი ჩემთვის მე კი რას გკადრებ, მაპატიე გთხოვ იქნებ არც არასოდეს წაიკითხო. ჩვენი გაცნობა შენი ლამაზი მიხვრა მოხვრა ასევე წმინდა თვალები მე ყოველი წამი მახსოვს რაც შენ გიკავშირდება ბეღურავ. მახსოვს თუ როგორ ტიროდი როდესაც დაინახე ბეღურა სიცივეში და სახლში შეიფარე მან მოიწყინა, მე აგიხსენი რომ ის  ვერ შეეგუებოდა გალიას, მართალია შენ მასზე ზრუნავდი მაგრამ ბეღურასთვის შენ გალია იყავი ამიტომ ერთად გავუშვით, ძალიან დიდ ხანს უყურებდი თუ როგორ გაიჭრა ცაში. შენც ხომ ბეღურა ხარ ვერ იტან გალიას. როგორ მომენატრა შენი ტკბილი ხმის გაგონება შენი ჰანგები, ირგვლივ მყოფთ შენი სიმღერით ხიბლავდი რაც ერთგვარ სილამაზეს მატებს შენს გარეგნულ სილამაზეს ჩემო სრულყოფილებავ... არ მიყვარდა სიტყვა მიყვარხარს თქმა რადგან ამ სიტყვამ ჩვენს დროში ძალა დაკარგა, თავისი სილამაზე და ხიბლი, გაუფასურდა ადამიანების ხელში, შენ უფრო მეტს იმსახურებდი არ მინდოდა შემებღალა ჩემი შენდამი სიყვარული ამ სიტყვით. რამდენი რამე მქონდა დაგეგმილი გახსოვს ჯარში, რომ გამიწვიეს როგორ მთხოვდი არ წავსულიყავი მე კი ვერ გადავიტანდი შენთან განშორებას, დავყურებ ჩვენს სურათს და შენი ღიმილიანი სახე მიდგას წინ, სამი შვილი გვინდოდა მე გოგონები შენსავით ლამაზნი, შენ კი ბიჭები გსურდა. მას რამდენ შვილს აჩუქებ? ეხლა ალბათ ჯვარს იწერთ. აუტანელია ჩემთვის ეს წუთები, მე მინდა შენ იყო ბედნიერი და უფალთან მართალი, ჩვენი ჯვირსწერა, რომ დამდგარიყო ალბათ იმ დღეს ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ ივლიდა დედამიწაზე, მე ხომ ღვთაების შერთვა მინდოდა, ეგოისტია ადამიანი მისთვის უნდა ყველაზე საუკეთესო ვერ იტანს როდესაც საუკეთესო უარს ეუბნება ან ჩუმად მიდის მისგან აუხსნელად, ნუთუ დაგავიწყდა ყველაფერი... მინდა უკანასკნელად მაინც გითხრა რომ მიყვარხარ. მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და შენი ერთგული... იმედია ოდესმე მაინც ნახავ ამ წერილს... მე კი გპირდები რომ არასოდეს გიღალატებ და არასოდეს მოვიყვან ცოლს... გემშვიდობები და მივდივარ ჯარში იქნებ არც დავბრუნდე ცოცხალი მე ხომ მოსიარულე ლეში ვარ მხოლოდ მარად შენზე შეყვარებული... და შენი ერთგული....
 სამწუხაროდ კესანე დაქორწინდა, დამორჩილდა მუხთალ ბედს, სამწუხაროდ ოცი წელი კესანე ქმრის მორჩილებას დანებდა და ცხოვრებას დამორჩილდა, ჩუმ-ჩუმად გებულობდა შიოს ამბებს ერთ დღეს მასთან დიდი ხნის უნახავი მეგობარი მივიდა და გადასცა წერილი შიოს მიწერილი, შიო მძიმედ იყო დაჭრილი და კესოს ახსნებდა. მას მთელი ოცი წელი კესანეს ერთგული დარჩა, ხოლო თავის მწუხარებას ჯარში ფანტავდა. კესანეს ქმარს, კესანეს მიმართ ნელ-ნელა უცივდებოდა გული, მათ შორის ხშირად იმართებოდა კონფლიქტი, კესანესთვის უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა თანჯვას ბოლო არ უჩანდა ხოლო მისი მეუღლე ქალაქში მერად მოევლინა, კესანეს სძულდა მისი მეუღლის საზოგადოება. როდესაც წერილი მიიღო მეგობრის სახით ეს დღე მისთვის მტკივნეული და წარმოუდგენელი იყო,. წერილს დახედა თუ არა ფაქტიურად ელდა ეცა, მას აეშალა წარსულის მოგონებანი, სევდა შემოაწვა გულზე თვალთაგან ცრემლები წასკდა არასოდეს დავიწყებოდა შიო და ეხლა მხოლოდ ეხლა მათი დაშორების დღეს მოუვიდა წერილი, მას გაახსენდა თუ როგორი ბედნიერი იყო ოდესღაც შორეულ წარსულში.
შიოს კესანესგან


გადავწყვიტე მეც წერილით მეპასუხა... დღეს მხოლოდ დღეს ვნახე შენი მოწერილი წერილი, ნუთუ ისევ ისე გიყვარდი? როგორც აქ წერ, ნუთუ არასოდეს დაგიკარგავს იმედი, მე ვარ მიზეზი შენი ცხოვრების დანგრევის, შორიდან ყოველთვის ვგებულობდი შენს ამბებს, ჩვენი საერთო ნაცნობის მეშვეობით, რატომღაც შენ ის არასოდეს მოგწონდა არ ვიცი მასში რას ხედავდი ცუდს, მაგრამ ის იყო ჩვენი გულების შუამავალი, მე ვერ დავაფასე და ფარხმალი დავყარე დავნებდი სხვის ნებას, შევცდი ჩემო პრინცო. იცი რა გამახსენდა ერთაად რომ ვკითხულობდით ,,დორიან გრეის პორტრეტს" იქ სივილი დორიანს ჩემს უფლისწულს ეძახდა მე შეგარქვი მის მერე ჩემი უფლისწული, ჩემი საყრდენი იყავი, რამდენჯერ გიჩხუბია ჩემს გამო. მხოლოდ მასთან არ გიჩხუბი არც იცოდი მის შესახებ მე დაგიმალე ყოველივე. ჩემი მშობლების ნება სურვილით გვაყევი ადამიანს რომლიც მძულდა. რა აუტანელია უსიყვარულოდ ოჯახის შექმნა, როდესაც ის კარს აღებს მაშინვე ქრება სიხალისე ნათელი ფერები და ჩნდება ნაცრისფერი. მასთან სული მეხუთება აუტანელია, მძულს მისი მზერა და მისი შეხება, თავიდანვე საშინელება  იყო თითოეული მისი თბილი სიტყვა და კომპლიმენტი აუტანელი, ლახვარივით მესობოდა გულს. მე დამნაშავე ვარ შენს წინაშე და ჩვენი სიყვარულის წინაშე. ვერ გავუფრთხილდი და ვერ შევინარჩუნე ბედნიერება, არ ვიცი როგორ მოვიქცე რომ შემინდო, მე ყოველთვის მიყვარდი, თუნდაც დღემდე შემომრჩა შენი სიყვარული მხოლოდ ეს მაძლევდა ძალას და ისიც რომ შენ ჩემგან შორს ხარ. მინდა შემინდო მე დამნაშავე ვარ! ეს ყველაფერი კი დაიწყო ბედნიერების პიკზე,  ნეტავ შემეძლოს შენთვის ამ ყველაფრის პირდაპირ თქმა და არა წერილის სახით. როდესაც ჩვენ ზღვაზე ვიყავით და მე გამოგიტყდი თუ რა ბედნიერი ვიყავი, იმ დღეს გვიან დავბრუნდი სახლში და შემზარავი ამბავი დამხვდა ჩემი ძმა დაუჭერიათ მამაჩემისთვის ეს კატასტროფა იყო, დედა ცუდად გახდა, მას მკვლელობაში ედებოდა ბრალი, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, იმ დღეს ყველაზე ბედნიერმა გავიგე საშინელება, იმ დღეს დაიმსხვრა ყველა ჩემი ოცნება და იმედები, ჩემს ძმაზე მეტად ჩემი თავი შემეცოდა, ვიცოდი ჩემი მშობლების განზრახვის შესახებ, მათ სურდათ გავყოლოდი ერთ-ერთ მდიდარ ადამიანს რომელთანაც მამაჩემი მუშაობდა, სამწუხაროდ მე ეს ვიცოდი და ვერ გავბედე მეთქვა, ხომ შეიძლებოდა, რომ დაგეცვე და არ მოგეცა ჩემი გაუბედურების საშუალება.
 ჩემი ძმის ციხიდან გამოყვანას დიდი თანხა სჭირდებოდა ის არ იყო დამნაშავე, გვჭირდებოდა კარგი ადვოკატი ჩემს მშობლებს ბევრი არც უფიქრიათ დახმარება მას თხოვეს, მის სახელსაც ვერ ვამბობ იმდენად მძულს,პარადოქსია არა მე ის მძულს მაგრამ მთელი ეს დრო მის გვერდით ვარ, მასზე დამოკიდებული არასოდეს მიფიქრია განშორება. მისთვის დაურეკავთ და დახმარება უთხოვიათ, მანაც  დახმარება აღუთქვა ჩემს მშობლებს მე არაფერი ვიცოდი, არ მითხრეს და ჩემდა უჩუმრად ჩემი ნიშნობაც გადაუწყვეტიათ, როდესაც ჩემს ძმას გაანთავისუფლებდნენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შენთან არაფერს ვიმჩნევდი არ გეუბნებოდი თუ რა ხდებოდა ჩემს ოჯხში, მე მხოლოდ შენთან მსურდა ყოფნა ყოველგვარი პრობლემის გარეშე, უსასრულოდ მინდოდა შენთან დარჩენა, ხშრად უმიზეზოდ გსაყვედურობდი შენ კი არაფერს იმჩნევდი და ყოველთვის ცდილობდი ჩემს ნებას დამორჩილებოდი, ოხ როგორ არ წამომცდა ერთხელ მაინც ჩემი ტკივილი მე მხოლოდ შენთან ვგრძნობდი თავს დაცულად შენ ხომ ჩემი უფლისწული იყავი უფლისწული რომლსაც შეეძლო ჩემი გული გაეთბო ჩემთვის ყოველგვარი სიგიჟე ჩაედინა, ჩვენი ცეკვა მახსოვს ღამით ქუჩაში უმუსიკოდ ვალსს რომ ვცეკვავდით მე მაშინ მაგრად ჩამიკარი გულში ეს ჩემთვის დაუვიწყარია, იმ დღეს რა წყნარი და ხავერდოვანი ხმა გქონდა სიყვარულიდან მთვრალნი და  ბედნიერნი ვერ ვგრძნობდით წვიმის წვეთებს. ჩემი ძმის სასამართლო გრძელდებოდა, მამაჩემა სასამართლო ჩვენს მეზობელ რაიონში დაანიშნინა, რომ ჩვენს ქალაქში არ შერცხვენილიყო. ის ხშირად დაიოდა ჩემს ოჯახში ხშირად ბედნიერი ვბრუნდებოდი შინ და ის იქ მხვდებოდა მაშინ სახეზე მიქრებოდა ღიმილი, ვერ ვიტანდი მის ღიმილს შეპარვით ნაზად წარმორთმულ ჩემს სახელს კესანე, ეს ჩემთვი ტრაგედია იყო ალბათ ვგრძნობდი რომ რაღაც საშინელება მელოდა წინ. მინდა გავაგრძელო ეს აღსარება არ ვიცი რამდენად შევძლებ ცრემლებად ვიღვრები ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს რაც დაგიშავე და რაც ყველაზე მეტად ჩემს თავს დავუშავე. დადგა ის დღეც როდესაც ციხიდან უნდა გამოსულიყო ჩემი ძმა. ჩემმა მშობლებმ სუფრა გაუკეთეს მხოლოდ ის ხალხი მოიწვიეს ვინც იცოდა რაც მთავარია თვითნაც იყო, საპატიოდ ექცეოდნენ და ყველა მადლობას წირავდა, მე იმ დღეს გამოგიცხადე, რომ ძალიან ავად ვიყავი მოვიწამლე და არ შეგხვდი ჩვენს ჩვეულ ადგილას სადაც მხოლოდ სამოთხე გვქონდა ჩვენი სამოთხე, არც მიპასუხია შენს ზარებზე უყურადღებობ გამოვიჩინე, მგონი შენ მეგობარს წაეჩხუბე ჩემს  გამო, აი საშინელი წუთებიც იწყება, მან ფეხზე წამოიჭრა და ყველას თვალწინ გამომიცხადა, რომ ვუყვარდი ირგვლივ გაისმა ტაშ ხმა მხიარული შეძახილები ეს ყველაფერი ჩემთვის ქვემეხების ხმას გავდა, თითქოს ომში ვყოფილიყავი და ჩემთვის ტყვიები დაეშინა მტერს, გავშეშდი ხმა ვერ ამოვიღე ნერვიულობამ კანკალი დამაწყებინა, ყველა მილოცავდა მხოლოდ ჩემი ძმ იჯდა მაგიდის თავში ჩუმად და ქვემოდან შემომცქეროდა, მხოლოდ ის ხედავდა ჩემს ტანჯვას თუ როგორ შევიცვალე, თვალებიდან ზიზღს ვაფრქვევდი, მძულდა ყველა მათ ჩემი სულის გაყიდვა მოინდომეს, მან ბეჭედი ამოიღო ამის დანახვაზე მე გული წამივიდა, როდესაც გონს მოვედი უკვე უჩემოდ გადაწყვეტილი ქონდათ ქორწინების დღე და სამზადისი დაეწყოთ, მე არავინ არაფერი მკითხა დედა აღტაცებით მეუბნებოდა თუ როგორ კაბას შემიკერავდა, მათ არ მომისმინეს, მე კი ხმამაღლა დავიწყე ყვირილი და ტირილი მათ ეს მხოლოდ ემოციურ ფონს მიაწერეს. მახსოვს სანამ შენგან წავიდოდი სამუდამოდ, გადავწყვიტე თავის მოკვლა ერთ დილას გავიღვიძე და როდესაც შენთვის უნდა დამერეკა მშობლების ხმა შემომესმა უკვე საქორწილო სუფრას არჩევდნენ, ჩმად მათ საძინებელში შევედი დედას დამამშვიდებელი ავიღე და დავლიე ამ დროს ჩემა ძმამ მომისწრო და შემდეგ როგორც ხდება, სასწრაფო, მომიყვანეს გონს არცერთს არ უკითხავს თუ რატომ გავაკეთე ეს, მათ ყველაფერი იცოდნენ იცოდნენ რომ მიყვარდი დედამ გამწირა მან იცოდა მაგრამ არ დამიცვა გამყიდა, მე კი ძალა არ მეყო გავქცეოდი ოჯახს და შემენარჩუნებინა სიყვარული. იმ დღეს ლექციები გქონდა და ლექციების შემდგომ შეგხვდი გამოვიპარე ჩუმად სახლიდან არავის გაუგია, ან სად ეცალათ ჩემთვის ქალაქში ცნობილი სიძე შედიოდათ ოჯახში, რომელიც ყველასთვის სანატრელი იყო, ის ხომ ქალაქში ერთერთ მთავარ თანამდებობაზე მუშაობდაიმ დღეს ყველაზე ძვირფასი კაბა ჩავიცვი ძალიან სუსტად ვიყავი და მოთენთილი, მაგრამ არაფერი შევიმჩმნიე მახსოვს რა აღტაცებით მელოდებოდი რა ნათელი სახე გქონდა, მოუთმენლად მელოდი იმ დღეს უკანასკნელად გნახე არასოდეს მავიწყდება შენი სახე, შენი ღიმილი ოდნავ მოშვებული წვერი როგორ უხდებოდა შენს ლამაზ სახეს, შავი ზედა გეცვა რომელიც ძალიან უხდებოდა შენს განიერ ბეჭებს, იმ დღეს მე გისახსოვრე ჩემი ძეწკვი სამწუხაროდ ვიცოდი რომ ეს უკანასკნელი ჩვენი შეხვედრა და ამიტომ ვეცადე არაფერი შემემჩნია გთხოვდი ყველა ჩვენს საყვარელ ადგილას წავსულიყავით, აღარ შემიძლია ამ ყველაფრის გახსენება გული აღარ მაქვს დარდმა იმდენად გამანადგურა რომ ვეღარაფერს ვგრძნობ. იმ დღეს მე შემოგფიცე სამუდამო სიყვარული და ერთგულება, მაგრამ ვაი რომ ვერ დავიცავი, ვერ აგვბედე სიმართლის თქმა აზრები ერთამნეთში მერევა, დავთქვით რომ ორ დღეში შევხვდებოდით რა მხიარული დავშორდით ერთმანეთს. მე აღარ მოვსულვარ ვერ გავბედე უბრალოდ წერილი გამოგიზავნე სადაც ეწერა გშორდები. ის დღე ჩემთვის სიცოცხლესთან გამოსალმების დღე იყო მე საბოლოოდ ვთქვი შენზე უარი და დავმორჩილდი სხვის ნებას, გავყევი ადამიანს, რომელთანაც არცერთი წამით არ ვყოფილვარ ბედნიერი,  მუშაობა დავიწყე რათა ჩემს დანაშაულზე არ მეფიქრა არასოდეს არაფერი გამომდიოდა.  მე ჩემი სულიერი სამყარო დავასაფლავე სიცოცხლეშივე. იმედია როდესმე მაინც მაპატიებ. მიყვარდი და მიყვარხარ მუდამ მეყვარები....რამოდენიმე წლის წინ  მახსოვს ჯარის ფორმაში დაგინახე  ისეთი სევდიანი თვალები გქონდა შეცვლილი იყავი,  ვერ შევიცანი ის ადამიანი ვინც მიყვარდა, როგორ მინდოდა გამოვქცეულიყავი და კისერზე მოგხვეოდი დამეკოცნა შენი სახე და აღარასოდეს გამეშვი მაგრამ ვერ შევძელი მაპატიე. მე კი ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს...დღეს ოცი წელი შესრულდა შენი წერილის გამოგზავნიდან მე მხოლოდ დღეს გადმომცეს და პასუხს შენს გულზე დავტოვებ....მე გპასუხობ ისევ წერილით
შენი ბეღურა

 წერილმა შიომდე მიაღწია თუ არა ვერ დაჯერებინა რომ ეს კესანესგან იყო, ოცი წლის წინ სულ სხვა წერილი მიიღო მხოლოდ ორი სიტყვა ეხლა კი მისი აღსარება, ყოველგვარი ჭრილობა დაავიწდა, მხოლოდ გულის იარებმა იჩინეს თავი შუედრეკელ ჯარისკაცს ისევ მელანქოლია მოეძალა ისევ მოადგა თვალთ. ექთანს დაუძახა და წამლების მიღება ითხოვა. შიო საბედნიეროდ მალე გამოჯანმრთელდა მან შეუნდო მის კესანეს მის ჩიტუნას, მაგრამ მას წინ ელოდა დიდი ბრძოლა კესანეს განთავისუფლება ტყვეობიდან... ყველაფერი დაგეგმა საავადმყოფოში ყოფნის დროს. დადგა ნანატრი დღეც როდესაც წლების შემდგომ კესანე და შიო უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მათი შუამავალი მათივე მეგობარი იყო, შუადღე გადასულიყო მზე ჩასვლას აპირებდა, ოდნავ ქარი ქროდა ზაფხულის მცხუნვარე საღამოს გრილი ჰაერი ჩანაცვლებოდა, შიო ბოლომდე არ იყო გამოჯანმრთელებული, სამხედრო ფორმა გაეხადა ღია ცისფერი ზედა ეცვა, ჯინსის შარვალი მოუთმენლად ელოდა მის ბეღურას, თითქოს ამ წამებმა ახალგაზრდული ჟინი შემატეს, სახე ერთიანად უბრწინავდა, ისევ მოუთმენლად ელოდა მას, გამოჩნდა ერთიანად შეიცვალა ისევ ყმაწვილკაცად იქცა მის დანახვაზე კესანე ნარნარად მოაბიჯებდა მაგრმა მას დასტყობოდა ბედის უკუღმართობა სახეზე სევდა გამოსჭიოდა, ისევ ისეთი ნარნარი ხმა შემორჩენოდა თმა გაეშალა, უფრო მეტად მოეწონა შიოს მისი მიხვრა მოხვრა, ცხოვრებისეული სიბრძნე კესანეს სახეზე. შეჩერდნენ ირგვლივ ყველაფერი გაქრა აღარც ხეები იყო აღარც მანქნანების გამაყრუებელი ხმა, თითქოს უცნაურ მორევში მოყვნენ სადაც მხოლოდ ორი ერთმანეთისგან მოწყვეტილი გული შეხვდა ერთმანეთს ხმა ვერ ამოიღეს, მხოლოდ იდგნენ და შესცქეროდნენ ერთმანეთს კესანეს გული წაუვიდა მკლავებში ჩაუვარდა მის უფლისწულს, მათი ბაგეები დაეკონენ ერთმანეთს, დიდხანს იყვნენ მიწაზე მსხდომარენი მხოლოდ ორნი ამ დედამიწის გულზე ორი ერთად ქცეულნი, ხმა ვერ ამოღეს. მე მე წამოვალ გეფიცები წამოვალ მეტი აღარ შემიძლია შენ არ იცი რა მტკივნეული მასთან ყოფნა ჩემთვის, ვერ წარმოიდგენ რა ცუდი ადამიანი ვარ, ვერ დავიცავი ჩვენი სიყვარული, ვერ გითხარი რა ხდებოდა, არა მე მასთან აღარ ვიცხოვრებ მასზე უარს ვიტყვი თუნდაც მომკლას წამითაც ვეღარ გავძლებ უშენოდ, რა ბედნიერება შენს გვერდით ყოფნა შენს მკერდზე თავის დადება როგორც მაშინ ადრე, არა ეს ჯოჯოხეთი უნდა დასრულდეს, ხომ მაპატიებ გთხოვ მითხარი რომ მაპატიე და შემინდე ჩემი უსუსურობა, გაუბედაობა, მე დამნაშავე ვარ... შიო დასცქეროდა და ხმას არ იღებდა ტკბებოდა მისი ცქერით მისი სიახლოვით. გამოგიშვებს? რა განმგმირავი სიტყვები იყო ეს კესანესთვის ნუთუ არ ვუყვარვარ ნუთუ არ იბრძოლებს, თვალებიდან ცრემლები წასკდა მისი ცხოვრებისთვის ეს ჩვეული იყო, მაგრამ ეხლა სულ სხვანაირად სტკიიოდა გული ეშინოდა დაკარგვის. გამომიშვებს ის მე უარს არ მეტყვის და თან აღარ ვუყვარვარ. გაიქცა სახლისკენ.
მეუღლის სამსახურთან ახლოს ცხოვრობდა, სახლში შევიდა არ დახვდა ოჯახში,, პირველ რიგში ქორწილის სურათი გატეხა ხოლო სურათები კი ნაკუწებად აქცია, შეშლილივით ედებოდა ოთახებს, უკვე ბოლო წლები სხვადასხვა საძინებელში ეძინათ, ბარგის ჩალაგება დაიწყო და აი ისიც მისი გამგირავი ყვირილის ხმა, ლანძღვა მიხვდა თუ რა ხდებოდა, უცებ კესანეს სახეზე სილის გარტყმა და ლოგინზე ეცემა ყრუ ტირილის ხმა ხოლო ისევ სილა სახეში, კესანე უხმოდ იტანს ყოველივეს შეჩვეული იყო, ტელეფონზე ზარი შიო ვერ უპასუხა, ქმრის ჩხუბი არ გაგატან ეს ყველაფერი ჩემი ფულით არის ნაყიდი, შენ რა შექმენი შვილიც ვერ მაჩუქე ქალად არ ვარგხარ მხოლოდ იმ უვარგის შეუძია შენაირი ვითომ ქალი უყვარდეს, მე ვერ გამაბედნიერე და არც შენ გაღირსებ ბედნიერებას, არ დავუშვებ რომ შენ ბედნიერი იყო არასოდეს, კესანე ფეხზე წამოდგა ამაყად წელში გასწორდა და გავიდა სახლიდან წავიდა... მან ვეღარ შეძლო ამდენი ქმრის დამცირების ატან ახლა უკვე ძალაც შესწევდა რომ მის საწინააღმდეგოდ წასულიყო, ხალხში ამაყად მიაბიჯებდა და არავის ყურს არ უგდებდა, დაუბრუნდა თავის კერას საიდანაც არ უნდა წასულიყო, სახლი ცარიელი დახვდა მშობლები აღარ იყვნენ ცოცხალნი, ხოლო ძმა სხვაგან გადასულიყო საცხვორებლად. კარი შეაღო თუ არა ნესტის სუნი ეცა, კედლებს ობობის ქსელი მოკიდებოდა როგორც მის გულს, აღარ სუფედა სიხალისე და სიცოცხლე, კარადიდან დედის დანატოვარი პირსახოცი გამოღო დაასველა და მტკივან ადგილას დაიდო. მთელი ღამე გაათენა ფიქრში ფანჯარასთან ჩამომჯდარი მტვრიან მაგიდაზე ფინჯანი ყავა ედგა და მთვარეს გასცქეროდა გდაწყვიტა საბოლოოდ დაშორება, ხვალვე შევიტან საჩივარს, და თან ფაქტიც სახეზეა მან მე ხელი გამარტყა, იმედია სამართალი უფრო მაღლა დგას ვიდრე გავლენა ჩემი მეუღლის, დილა ისე გათენდა  თითქოს არც დაღამებულიყოს მხოლოდ სინათლემ შეაფხიზლა კესანე, წამოდგა სკამიდან სააბაზანოში გაემართა, სახეზე ცივი წყალი შეისხა და სასამართლოსკენ გაემართა, იქვე მოიძია ადვოკატი, სამწუხაროდ ამის გაგებაზე მისი მეუღლე უფრო აღშფოთდა დაემუქრა ეს ყველაფერი კი კესანეს სასარგებლოდ გადაწყდა, შიომ დილით მოიძია და შემთხვევით დალურჯებულს წააწყდა ქუჩაში, არც უკითხია მიზეზი ისე შევარდა კესანეს მეუღლის სამსახურში და მოითხოვა მასთან შეხვედრა, მოახსენეს რომ სასამართლოში იყო,ეს სიტყვები მას მალამოდ დაედო გულზე, მისი ბეღურა ერთ ღამეშ არწივად ქცეულიყო, იმ არწივადდ, რომელიც მსხვერპლს ეძებს და იტაცებს, ნაზი ბეღურა არწივი ეს სიყვარულის მიერ მოხდენილი დიდი საოცრება, გამბედაობა  მოიკრიბა და ცხოვრებას შეეჭიდა თვალგახელილი, კესანეს და მისი მეუღლის სასამართლო იმ დღესვე დამთავრდა მეუღლეს ჯარიმა დააკისრეს, რადგანაც ქალაქის მერი იყო, ხოლო კესანეს გააშორეს და ყოველგავრი ქონება ჩამოართვეს მეუღლემ დაუბლოკა საკრედიტო ბარათები მან შეუმცირა ყოველგვარი ხარჯები, ეს კესანესთვის აღარ იყო მთავარი არ ეშინოდა მისმა სიყვარულმა გაომარჯვა, შეეძლო შიოსთვის მიეძღვნა მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე...
მართლაც სასამრთლოს კართან უცდიდა შიო უცდიდა მის ნაზ არსებას, რათა გულში ჩაეკრა და იარები დაემებინა.... განვთავისუფლდი შიო გესმის თავისუფალი ვარ რასაც მინდა იმას ვიზამ, სხვის ნებას აღარ დავემორჩილები ბედნიერი ვარ ,ამ ქვეყნად მხოლოდ მე და შენ ვართ სხვა არავინ, შიო ეამბორა და სასამართლოდან გამოსულ კესანეს ქმარს მოულოდნელი მუშტი უთავაზა, გაიმართა ღირსებისთვის ბრძოლა, შიო აშკარა უპირატესობას გრძნობდა მაგრამ მან თავისი ძალა არ გამოიყენა, მხოლოდ კესანეს სიყვარული კმაროდა მტრის დასამარცხებლად და მართლაც ასე მოხდა კესანეს და შიოს სიყვარულმა კესანეს ყოფილ ქმარს ქედი მოახრევინა, დანებდა ნამვილ სიყვარულს და მისცა გზა ფართო... ნამდვილი სიყვარული დაუსრულებელია და უშრეტი წყაროა....