3/30/2014

სიყვარული უჭკნობი ყვავილი... ვერა დააკლებს დრო...

რა სასიამოვნოა დღეა, ეს ლექციაც მალე დამთავრდება, არა არ შემიძლია აქ გაჩერება, როგორ მინდა ჰაერზე გავიდე ვერ ვჩერდები, მხოლოდ შენს გამო ვიტანე ამდენს მხოლოდ შენი თხოვნით მინდა საუკეთესო მომავალი შეგიქმნა, ჩემო ჩიტუნი ჩემო სიხარულო და სიწმინდევ, რა მჭირს ნუთუ ჩემს გონებას მხოლოდ შენზე სურს ფიქრი და სხვა არაფერზე, ო ჩემო ჩტუნი როდის დადგება ის წამი, როდესაც შენს თვალებს ვიხილავ შენს ნაზ და ჰაეროვან ხმას გავიგონებ, ნეტა იცოდე რა სითბო მევრება გულში და როგორ მავსებ მარადიული სიცოცხლის სურვილით. ლექციაც დამთავრდა შიო გაეშურა იმ პარკში სადაც უყვარდათ შეხვედრა დაგეგმილი ქონდა გასეირნება. გზად ყვავილების მაღაზიაში შეიარა ლამაზი ვარდები აარჩია. უცებ თვალთ დაუბნელდა კესანეს ,ულამაზესი კაბა ეცვა მის გრძელ ფეხებს წარმოაჩენდა თითქოს მარმარილოდან გამოეკვეთათ, სამწუხაროდ მისი თვალები არ მოეწონა. კესანე რა ხდება რატომ გაქვს ნაღვლიანი თვალები კესანე ჩემო ჩიტუნი, ჩემო ყვავილო და იმედო დღეს მინდა მსურს დღის ბოლომდე ერთად ვიყოთ. უკვე დაისი დამდგარიყო შიო და კესანე ხეივანში სეირნობდნენ საბოლოოდ შეთანხმდნენ ორ დღეში შეხვედრაზე. იმედებით სავსე იყო შიო, ისევ სურდა ზღვაზე წასვლა.
იმედებით სავსე გაეშურა შიო პარკისკენ ეს იყო მიტოვებული პარკი. რა ბედნიერი ვარ, რომ იცოდე ჩემო კესანე და რა მტანჯველია წუთები როდესაც შენ გელი ვერ ვისვენებ, როდესაც შენ გელი ჩვენს ხეს ვეფერები აქ ხომ შენი ხელით ამოტვიფრე ჩვენი სახელის ინიციალები , ჩემო ბავშვო სუფთავ შენ რა იცი ამაო ქვეყნის სიმწარე და ბოროტებანი. რა მტანჯველია ეს წამები, მიყვარხარ მთელი ჩემი ასრებით, დღეს რა ბედნიერნი ვიქნებით ზღვაზე მხოლოდ ჩვენ ზღვის ცქერით დავტკბებით შენ შენი ნარნარი ხმით დამატკბობ მე კი თავზე მოგეალერსები. აქვე გამოჩნდა კესანეს მეგობარი, შენ აქ რა გნებავს რამე? კესანემ გამომიშვა, რააა? რა მოუვიდა რა შეემთხვა ხომ კარგად არის. შიო თითქოს მოტყდა რაღაც დაემართა ვერ აღწერა ხელი აუკანკალდა წერილს დახედა, ვერ გაბედა გახსნა დიდხანს  უყურებდა საბოლოოდ გახსნა და ,,მე გშორდები" რააა არა ეს დაუჯერებელია ეს ტყუილია ჩემო კესანე, არა შეცდომა, ამიხსენი რა ხდება მხოლოდ ეს წერილი მოგცა რა ხდება მითხარი წადი წადი გამშორდი, შიოს ღრიალი აღმოხდა, ცრემლები წასკდა თვალთ დაუბნელდა მისთვის სიცოცხლემ ფასი დაკარგა. 
 კესანეს   შიოსგან:
ვიღვიძებ გარემოს მოვავლებ თვალს გეძებ, დიახ გეძებ თვალებით მინდა აქვე მყავდე და შენთან ერთად ვიწყებდე დილას, უცებ სხვა რეალობა მწარე უფრო და საშინელი შენ მასთან ხარ. ჩემი დილა კი იწყება არეული, ბედნიერების წუთები წამებთან ერთად იკარგება სივრცეში. მე ვდგები, ჰაერი ჩახუთული, ჩემს სევდას სიგარეტი კვამლი ერწყმის, საათის გამაყრუებელი წიკწიკი ისევ მამცნობს რომ უშენოდ მიდის დრო და მე მხოლოდ ვსუნთქავ მენატრები, უკვე წვერსაც აღარ ვიპარსავ, ეხლა შევნიშნე თურმე სად ყოფილა შენი გულსაკიდი  პატარა ნაზი ძეწკვი ისეთივე ფაქიზი როგორიც შენი სიყვარული იყო ჩემს მიმართ, არა ვერ დავაფასე ვერ გაგიფრთხილდი ჩემო ჩიტუნი. ო, როგორ მინდა აქვე მყავდე და შენს მკლავს ვეამბორო, შენი სურნელი შევიგრძნო. ოთახი არეული როგორც ჩემი გონება, კუთხეში არყის ბოთლი დევს, ვიცი მახსოვს, რომ დავიფიცე შენს წინ აღარ დავლევდი, მაგრამ არ შევასრულე ან რაღა აზრი აქ შენ მასთან ხარ მას აბედნიერებ, მე იმითაც ბედნიერი ვარ რომ შორიდან ვუყურებ შენს ღიმილს. რომ იცოდე რამდენჯერ ჩუმად გამოგყევი უკან, შენი სახლის კარიდან დაგყვებოდი, დღეს დღეს ვერა ვერ გაგაცილებ ვერ გავუძლებ  ჩემი ოცნებები თუ როგორ დაიმსხვრა ამ ჭიქასავით უფრო მეტადაც. გახსოვს ჩიტუნი ერთად დაწყობილი გეგმები, რამდენ რამეს ვოცნებობდით, ნუთუ მხოლოდ ჰაერში გაბნეული ბგერები იყო მხოლოდ და გულთან არც მისულა? აქვე არის ჩვენი სურათი არეულ ლოგინზე რამდენჯერ ცრემლით დამისველებია, ეხლა აღარც მდის უკვე, ცრემლმაც დამივიწყა და უარმყო, მხოლოდ გული მიცემს ნელა ისიც გაქრობას ლამობს. ჩემი საწოლი მუდამ არეული ოთახი სავსე სიგარეტის ნამწვავებით და არყის ბოთლებით, თითოეულ ჩვენ მოგონებას ვუძღვნიდი თითო სასმისს, რამდენი ბედნიერი წუთები მაკავშირებს შენთან გატარებული რამდენი ბედნიერი წამი. ო, როგორ მინდა შევეხო შენს მარმარილოსფერ კანს შენს ლამაზ ყელს რომელიც შველის ყელს გავს, დავეკონო შენს ტკბილ ტუჩებს და მასთან დავრჩე დავადნე ზედ როგორც თოვლის ფანტელი, ვაი რა უბედური ვარ რადგან ეს მხოლოდ ჩემი ოცნებები იქნება, ის შეგეხება მან წამართვა შენი სული, მეგონა მხოლოდ მე მეკუთვნოდა შენ ხომ გაიძახოდი, რომ მონათესავე სულები ვართო, სად გაქრა ან რატომ გაქრი? ისე წახვედი არც დამემშვიდობე, ალბათ ვერ წახვიდოდი ჩემთვის რომ გეთქვა, მინდა ჩაგხედო თვალებში და ამიხსნა. არა მე მოფარფატე სიტყვები არ მჭირდება არამედ შენ სულთან საუბარი თვალები ხომ ყოველივეს მამცნობდნენ, ნუთუ დამორჩილდი ნებას და დაყარე ფარხმალი, არა ჩემო ჩიტუნი ეს არ უნდა გექნა არ უნდა გაფრენილიყავი ჩვენი ბუდიდან, რომლის აშენებას ვაპირებდით. არ გეგონოს გსაყვედურობდე ერთი წამით არ გაიფიქრო, მე რა ვარ შენ, რომ გისაყვედურო, შენს თვალზე ცრემლს ვერ ავიტან და ვერც შენს გულის ტკენას, შენ მუდამ უნდა იღიმოდე, როგორ მიყვარდა  შენი ყურება როდესაც კომპლიმენტს გეუბნებოდი ლამაზად მორცხვად დახრიდი შენს ლამაზ თვალებს დაბლა ღაწვებზე კი სიწითლე შემოგეპარებოდა ატმის ყვავილების ფერი, გული გამალებით გიცემდა ხელს ჩუმად მომკიდებდი მე კი გულში გიკრავდი და ასე ვიდექით უსასრულობაში ჩაძირულნი, ჩემს მკლავს დაადებდი თავს სუნთქვა გიხშირდებოდა. მე შენს სახეს ვეხებოდი კოცნას ვერც გიბედავდი, ბედნიერი ვიყავი ჩემთვის, უსასრულო იყო შენთან ყოფნა, ყოველი განშორების დროს გული საშინლად მიმძიმდა ალბათ შინაგანად ვგრძნობდი შენს დაკარგვას. ვიცი რომ ცუდი ვარ საშინელი შენი ღირსი არ ვარ მაგრამ დანამდვილებით ვიცი ჩემო ჩიტუნი რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ასე ჯერ არავის ყვარებია არვინ. დიდი ნამდვილი და სუფთა სიყვარულით მიყვარხარ, შენ მაძლევდი ძალას რომ მესუნთქა მხოლოდ შენით და მეცხოვრა, როგორ შემცვალე უკეთესობისკენ,  სწავლაც კი დავიწყე რომ ჩემით გეამაყა. ისევ ცუდად ვიქცევი საყვედური გამოდის ჩემო ბეღურა. მაპატიე გთხოვ ეს სიყვარული და შემინდე. რამოდენიმე დღის წინ იცი რა დამესიზმრა? ზღვაზე რომ ვიყავით შენ ლამაზი გრძელი ყვავილებით მოჩითული ცისფერი კაბა გეცვა, თმას ზღვიდან მონაბერი ჰაერი გიწეწავდა თვალები სხვა ელვარებას გამოცემდნენ რა ბედიერი იყავი ბავშვით ხალისობდი, იდექი ზღვის სანაპიროზე და კენჭებს ზღვაში აბრუნებდი, მე კი ვიდექი და შემოგსცქეროდი შემოვცქეროდი შენს ლამაზ ზურგს ნაზს და ჰაეორვანს ლამაზ ტანს თხელ ხელებს რომელიც ლამაზად გააპობდნენ ირგვლივ ჰაერს თითქოს ჰაერი გზას გითმობდა, უცებ მომიბრუნდი და მითხარი რომ უბედნიერესი იყავი... მე ამ დროს კი ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ სიტყვების გაგონების დროს მუხლები მეკეცებოდა გულმა ცემა შეანელა რათა შენი სიტყვები უკეთ გაეგონა და მოესმინა, ნაბიჯის გადმოდგმაც კი ვერ შევძელი შენსკენ შენ ნარნარად მომიახლოვდი და კისერზე მომეხვიე, მაშინ ვიგრძენი შენი სურნელი ჩემო სიცოცხლე. მაშინ ვიგემე სიყვარულის გემო თუ რა ტკბილია როდესაც ასე ახლოს გყავს და ასე შორს, შენ სიწმინდის ეტალონი იყავი ჩემთვის მე კი რას გკადრებ, მაპატიე გთხოვ იქნებ არც არასოდეს წაიკითხო. ჩვენი გაცნობა შენი ლამაზი მიხვრა მოხვრა ასევე წმინდა თვალები მე ყოველი წამი მახსოვს რაც შენ გიკავშირდება ბეღურავ. მახსოვს თუ როგორ ტიროდი როდესაც დაინახე ბეღურა სიცივეში და სახლში შეიფარე მან მოიწყინა, მე აგიხსენი რომ ის  ვერ შეეგუებოდა გალიას, მართალია შენ მასზე ზრუნავდი მაგრამ ბეღურასთვის შენ გალია იყავი ამიტომ ერთად გავუშვით, ძალიან დიდ ხანს უყურებდი თუ როგორ გაიჭრა ცაში. შენც ხომ ბეღურა ხარ ვერ იტან გალიას. როგორ მომენატრა შენი ტკბილი ხმის გაგონება შენი ჰანგები, ირგვლივ მყოფთ შენი სიმღერით ხიბლავდი რაც ერთგვარ სილამაზეს მატებს შენს გარეგნულ სილამაზეს ჩემო სრულყოფილებავ... არ მიყვარდა სიტყვა მიყვარხარს თქმა რადგან ამ სიტყვამ ჩვენს დროში ძალა დაკარგა, თავისი სილამაზე და ხიბლი, გაუფასურდა ადამიანების ხელში, შენ უფრო მეტს იმსახურებდი არ მინდოდა შემებღალა ჩემი შენდამი სიყვარული ამ სიტყვით. რამდენი რამე მქონდა დაგეგმილი გახსოვს ჯარში, რომ გამიწვიეს როგორ მთხოვდი არ წავსულიყავი მე კი ვერ გადავიტანდი შენთან განშორებას, დავყურებ ჩვენს სურათს და შენი ღიმილიანი სახე მიდგას წინ, სამი შვილი გვინდოდა მე გოგონები შენსავით ლამაზნი, შენ კი ბიჭები გსურდა. მას რამდენ შვილს აჩუქებ? ეხლა ალბათ ჯვარს იწერთ. აუტანელია ჩემთვის ეს წუთები, მე მინდა შენ იყო ბედნიერი და უფალთან მართალი, ჩვენი ჯვირსწერა, რომ დამდგარიყო ალბათ იმ დღეს ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ ივლიდა დედამიწაზე, მე ხომ ღვთაების შერთვა მინდოდა, ეგოისტია ადამიანი მისთვის უნდა ყველაზე საუკეთესო ვერ იტანს როდესაც საუკეთესო უარს ეუბნება ან ჩუმად მიდის მისგან აუხსნელად, ნუთუ დაგავიწყდა ყველაფერი... მინდა უკანასკნელად მაინც გითხრა რომ მიყვარხარ. მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და შენი ერთგული... იმედია ოდესმე მაინც ნახავ ამ წერილს... მე კი გპირდები რომ არასოდეს გიღალატებ და არასოდეს მოვიყვან ცოლს... გემშვიდობები და მივდივარ ჯარში იქნებ არც დავბრუნდე ცოცხალი მე ხომ მოსიარულე ლეში ვარ მხოლოდ მარად შენზე შეყვარებული... და შენი ერთგული....
 სამწუხაროდ კესანე დაქორწინდა, დამორჩილდა მუხთალ ბედს, სამწუხაროდ ოცი წელი კესანე ქმრის მორჩილებას დანებდა და ცხოვრებას დამორჩილდა, ჩუმ-ჩუმად გებულობდა შიოს ამბებს ერთ დღეს მასთან დიდი ხნის უნახავი მეგობარი მივიდა და გადასცა წერილი შიოს მიწერილი, შიო მძიმედ იყო დაჭრილი და კესოს ახსნებდა. მას მთელი ოცი წელი კესანეს ერთგული დარჩა, ხოლო თავის მწუხარებას ჯარში ფანტავდა. კესანეს ქმარს, კესანეს მიმართ ნელ-ნელა უცივდებოდა გული, მათ შორის ხშირად იმართებოდა კონფლიქტი, კესანესთვის უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა თანჯვას ბოლო არ უჩანდა ხოლო მისი მეუღლე ქალაქში მერად მოევლინა, კესანეს სძულდა მისი მეუღლის საზოგადოება. როდესაც წერილი მიიღო მეგობრის სახით ეს დღე მისთვის მტკივნეული და წარმოუდგენელი იყო,. წერილს დახედა თუ არა ფაქტიურად ელდა ეცა, მას აეშალა წარსულის მოგონებანი, სევდა შემოაწვა გულზე თვალთაგან ცრემლები წასკდა არასოდეს დავიწყებოდა შიო და ეხლა მხოლოდ ეხლა მათი დაშორების დღეს მოუვიდა წერილი, მას გაახსენდა თუ როგორი ბედნიერი იყო ოდესღაც შორეულ წარსულში.
შიოს კესანესგან


გადავწყვიტე მეც წერილით მეპასუხა... დღეს მხოლოდ დღეს ვნახე შენი მოწერილი წერილი, ნუთუ ისევ ისე გიყვარდი? როგორც აქ წერ, ნუთუ არასოდეს დაგიკარგავს იმედი, მე ვარ მიზეზი შენი ცხოვრების დანგრევის, შორიდან ყოველთვის ვგებულობდი შენს ამბებს, ჩვენი საერთო ნაცნობის მეშვეობით, რატომღაც შენ ის არასოდეს მოგწონდა არ ვიცი მასში რას ხედავდი ცუდს, მაგრამ ის იყო ჩვენი გულების შუამავალი, მე ვერ დავაფასე და ფარხმალი დავყარე დავნებდი სხვის ნებას, შევცდი ჩემო პრინცო. იცი რა გამახსენდა ერთაად რომ ვკითხულობდით ,,დორიან გრეის პორტრეტს" იქ სივილი დორიანს ჩემს უფლისწულს ეძახდა მე შეგარქვი მის მერე ჩემი უფლისწული, ჩემი საყრდენი იყავი, რამდენჯერ გიჩხუბია ჩემს გამო. მხოლოდ მასთან არ გიჩხუბი არც იცოდი მის შესახებ მე დაგიმალე ყოველივე. ჩემი მშობლების ნება სურვილით გვაყევი ადამიანს რომლიც მძულდა. რა აუტანელია უსიყვარულოდ ოჯახის შექმნა, როდესაც ის კარს აღებს მაშინვე ქრება სიხალისე ნათელი ფერები და ჩნდება ნაცრისფერი. მასთან სული მეხუთება აუტანელია, მძულს მისი მზერა და მისი შეხება, თავიდანვე საშინელება  იყო თითოეული მისი თბილი სიტყვა და კომპლიმენტი აუტანელი, ლახვარივით მესობოდა გულს. მე დამნაშავე ვარ შენს წინაშე და ჩვენი სიყვარულის წინაშე. ვერ გავუფრთხილდი და ვერ შევინარჩუნე ბედნიერება, არ ვიცი როგორ მოვიქცე რომ შემინდო, მე ყოველთვის მიყვარდი, თუნდაც დღემდე შემომრჩა შენი სიყვარული მხოლოდ ეს მაძლევდა ძალას და ისიც რომ შენ ჩემგან შორს ხარ. მინდა შემინდო მე დამნაშავე ვარ! ეს ყველაფერი კი დაიწყო ბედნიერების პიკზე,  ნეტავ შემეძლოს შენთვის ამ ყველაფრის პირდაპირ თქმა და არა წერილის სახით. როდესაც ჩვენ ზღვაზე ვიყავით და მე გამოგიტყდი თუ რა ბედნიერი ვიყავი, იმ დღეს გვიან დავბრუნდი სახლში და შემზარავი ამბავი დამხვდა ჩემი ძმა დაუჭერიათ მამაჩემისთვის ეს კატასტროფა იყო, დედა ცუდად გახდა, მას მკვლელობაში ედებოდა ბრალი, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, იმ დღეს ყველაზე ბედნიერმა გავიგე საშინელება, იმ დღეს დაიმსხვრა ყველა ჩემი ოცნება და იმედები, ჩემს ძმაზე მეტად ჩემი თავი შემეცოდა, ვიცოდი ჩემი მშობლების განზრახვის შესახებ, მათ სურდათ გავყოლოდი ერთ-ერთ მდიდარ ადამიანს რომელთანაც მამაჩემი მუშაობდა, სამწუხაროდ მე ეს ვიცოდი და ვერ გავბედე მეთქვა, ხომ შეიძლებოდა, რომ დაგეცვე და არ მოგეცა ჩემი გაუბედურების საშუალება.
 ჩემი ძმის ციხიდან გამოყვანას დიდი თანხა სჭირდებოდა ის არ იყო დამნაშავე, გვჭირდებოდა კარგი ადვოკატი ჩემს მშობლებს ბევრი არც უფიქრიათ დახმარება მას თხოვეს, მის სახელსაც ვერ ვამბობ იმდენად მძულს,პარადოქსია არა მე ის მძულს მაგრამ მთელი ეს დრო მის გვერდით ვარ, მასზე დამოკიდებული არასოდეს მიფიქრია განშორება. მისთვის დაურეკავთ და დახმარება უთხოვიათ, მანაც  დახმარება აღუთქვა ჩემს მშობლებს მე არაფერი ვიცოდი, არ მითხრეს და ჩემდა უჩუმრად ჩემი ნიშნობაც გადაუწყვეტიათ, როდესაც ჩემს ძმას გაანთავისუფლებდნენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შენთან არაფერს ვიმჩნევდი არ გეუბნებოდი თუ რა ხდებოდა ჩემს ოჯხში, მე მხოლოდ შენთან მსურდა ყოფნა ყოველგვარი პრობლემის გარეშე, უსასრულოდ მინდოდა შენთან დარჩენა, ხშრად უმიზეზოდ გსაყვედურობდი შენ კი არაფერს იმჩნევდი და ყოველთვის ცდილობდი ჩემს ნებას დამორჩილებოდი, ოხ როგორ არ წამომცდა ერთხელ მაინც ჩემი ტკივილი მე მხოლოდ შენთან ვგრძნობდი თავს დაცულად შენ ხომ ჩემი უფლისწული იყავი უფლისწული რომლსაც შეეძლო ჩემი გული გაეთბო ჩემთვის ყოველგვარი სიგიჟე ჩაედინა, ჩვენი ცეკვა მახსოვს ღამით ქუჩაში უმუსიკოდ ვალსს რომ ვცეკვავდით მე მაშინ მაგრად ჩამიკარი გულში ეს ჩემთვის დაუვიწყარია, იმ დღეს რა წყნარი და ხავერდოვანი ხმა გქონდა სიყვარულიდან მთვრალნი და  ბედნიერნი ვერ ვგრძნობდით წვიმის წვეთებს. ჩემი ძმის სასამართლო გრძელდებოდა, მამაჩემა სასამართლო ჩვენს მეზობელ რაიონში დაანიშნინა, რომ ჩვენს ქალაქში არ შერცხვენილიყო. ის ხშირად დაიოდა ჩემს ოჯახში ხშირად ბედნიერი ვბრუნდებოდი შინ და ის იქ მხვდებოდა მაშინ სახეზე მიქრებოდა ღიმილი, ვერ ვიტანდი მის ღიმილს შეპარვით ნაზად წარმორთმულ ჩემს სახელს კესანე, ეს ჩემთვი ტრაგედია იყო ალბათ ვგრძნობდი რომ რაღაც საშინელება მელოდა წინ. მინდა გავაგრძელო ეს აღსარება არ ვიცი რამდენად შევძლებ ცრემლებად ვიღვრები ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს რაც დაგიშავე და რაც ყველაზე მეტად ჩემს თავს დავუშავე. დადგა ის დღეც როდესაც ციხიდან უნდა გამოსულიყო ჩემი ძმა. ჩემმა მშობლებმ სუფრა გაუკეთეს მხოლოდ ის ხალხი მოიწვიეს ვინც იცოდა რაც მთავარია თვითნაც იყო, საპატიოდ ექცეოდნენ და ყველა მადლობას წირავდა, მე იმ დღეს გამოგიცხადე, რომ ძალიან ავად ვიყავი მოვიწამლე და არ შეგხვდი ჩვენს ჩვეულ ადგილას სადაც მხოლოდ სამოთხე გვქონდა ჩვენი სამოთხე, არც მიპასუხია შენს ზარებზე უყურადღებობ გამოვიჩინე, მგონი შენ მეგობარს წაეჩხუბე ჩემს  გამო, აი საშინელი წუთებიც იწყება, მან ფეხზე წამოიჭრა და ყველას თვალწინ გამომიცხადა, რომ ვუყვარდი ირგვლივ გაისმა ტაშ ხმა მხიარული შეძახილები ეს ყველაფერი ჩემთვის ქვემეხების ხმას გავდა, თითქოს ომში ვყოფილიყავი და ჩემთვის ტყვიები დაეშინა მტერს, გავშეშდი ხმა ვერ ამოვიღე ნერვიულობამ კანკალი დამაწყებინა, ყველა მილოცავდა მხოლოდ ჩემი ძმ იჯდა მაგიდის თავში ჩუმად და ქვემოდან შემომცქეროდა, მხოლოდ ის ხედავდა ჩემს ტანჯვას თუ როგორ შევიცვალე, თვალებიდან ზიზღს ვაფრქვევდი, მძულდა ყველა მათ ჩემი სულის გაყიდვა მოინდომეს, მან ბეჭედი ამოიღო ამის დანახვაზე მე გული წამივიდა, როდესაც გონს მოვედი უკვე უჩემოდ გადაწყვეტილი ქონდათ ქორწინების დღე და სამზადისი დაეწყოთ, მე არავინ არაფერი მკითხა დედა აღტაცებით მეუბნებოდა თუ როგორ კაბას შემიკერავდა, მათ არ მომისმინეს, მე კი ხმამაღლა დავიწყე ყვირილი და ტირილი მათ ეს მხოლოდ ემოციურ ფონს მიაწერეს. მახსოვს სანამ შენგან წავიდოდი სამუდამოდ, გადავწყვიტე თავის მოკვლა ერთ დილას გავიღვიძე და როდესაც შენთვის უნდა დამერეკა მშობლების ხმა შემომესმა უკვე საქორწილო სუფრას არჩევდნენ, ჩმად მათ საძინებელში შევედი დედას დამამშვიდებელი ავიღე და დავლიე ამ დროს ჩემა ძმამ მომისწრო და შემდეგ როგორც ხდება, სასწრაფო, მომიყვანეს გონს არცერთს არ უკითხავს თუ რატომ გავაკეთე ეს, მათ ყველაფერი იცოდნენ იცოდნენ რომ მიყვარდი დედამ გამწირა მან იცოდა მაგრამ არ დამიცვა გამყიდა, მე კი ძალა არ მეყო გავქცეოდი ოჯახს და შემენარჩუნებინა სიყვარული. იმ დღეს ლექციები გქონდა და ლექციების შემდგომ შეგხვდი გამოვიპარე ჩუმად სახლიდან არავის გაუგია, ან სად ეცალათ ჩემთვის ქალაქში ცნობილი სიძე შედიოდათ ოჯახში, რომელიც ყველასთვის სანატრელი იყო, ის ხომ ქალაქში ერთერთ მთავარ თანამდებობაზე მუშაობდაიმ დღეს ყველაზე ძვირფასი კაბა ჩავიცვი ძალიან სუსტად ვიყავი და მოთენთილი, მაგრამ არაფერი შევიმჩმნიე მახსოვს რა აღტაცებით მელოდებოდი რა ნათელი სახე გქონდა, მოუთმენლად მელოდი იმ დღეს უკანასკნელად გნახე არასოდეს მავიწყდება შენი სახე, შენი ღიმილი ოდნავ მოშვებული წვერი როგორ უხდებოდა შენს ლამაზ სახეს, შავი ზედა გეცვა რომელიც ძალიან უხდებოდა შენს განიერ ბეჭებს, იმ დღეს მე გისახსოვრე ჩემი ძეწკვი სამწუხაროდ ვიცოდი რომ ეს უკანასკნელი ჩვენი შეხვედრა და ამიტომ ვეცადე არაფერი შემემჩნია გთხოვდი ყველა ჩვენს საყვარელ ადგილას წავსულიყავით, აღარ შემიძლია ამ ყველაფრის გახსენება გული აღარ მაქვს დარდმა იმდენად გამანადგურა რომ ვეღარაფერს ვგრძნობ. იმ დღეს მე შემოგფიცე სამუდამო სიყვარული და ერთგულება, მაგრამ ვაი რომ ვერ დავიცავი, ვერ აგვბედე სიმართლის თქმა აზრები ერთამნეთში მერევა, დავთქვით რომ ორ დღეში შევხვდებოდით რა მხიარული დავშორდით ერთმანეთს. მე აღარ მოვსულვარ ვერ გავბედე უბრალოდ წერილი გამოგიზავნე სადაც ეწერა გშორდები. ის დღე ჩემთვის სიცოცხლესთან გამოსალმების დღე იყო მე საბოლოოდ ვთქვი შენზე უარი და დავმორჩილდი სხვის ნებას, გავყევი ადამიანს, რომელთანაც არცერთი წამით არ ვყოფილვარ ბედნიერი,  მუშაობა დავიწყე რათა ჩემს დანაშაულზე არ მეფიქრა არასოდეს არაფერი გამომდიოდა.  მე ჩემი სულიერი სამყარო დავასაფლავე სიცოცხლეშივე. იმედია როდესმე მაინც მაპატიებ. მიყვარდი და მიყვარხარ მუდამ მეყვარები....რამოდენიმე წლის წინ  მახსოვს ჯარის ფორმაში დაგინახე  ისეთი სევდიანი თვალები გქონდა შეცვლილი იყავი,  ვერ შევიცანი ის ადამიანი ვინც მიყვარდა, როგორ მინდოდა გამოვქცეულიყავი და კისერზე მოგხვეოდი დამეკოცნა შენი სახე და აღარასოდეს გამეშვი მაგრამ ვერ შევძელი მაპატიე. მე კი ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს...დღეს ოცი წელი შესრულდა შენი წერილის გამოგზავნიდან მე მხოლოდ დღეს გადმომცეს და პასუხს შენს გულზე დავტოვებ....მე გპასუხობ ისევ წერილით
შენი ბეღურა

 წერილმა შიომდე მიაღწია თუ არა ვერ დაჯერებინა რომ ეს კესანესგან იყო, ოცი წლის წინ სულ სხვა წერილი მიიღო მხოლოდ ორი სიტყვა ეხლა კი მისი აღსარება, ყოველგვარი ჭრილობა დაავიწდა, მხოლოდ გულის იარებმა იჩინეს თავი შუედრეკელ ჯარისკაცს ისევ მელანქოლია მოეძალა ისევ მოადგა თვალთ. ექთანს დაუძახა და წამლების მიღება ითხოვა. შიო საბედნიეროდ მალე გამოჯანმრთელდა მან შეუნდო მის კესანეს მის ჩიტუნას, მაგრამ მას წინ ელოდა დიდი ბრძოლა კესანეს განთავისუფლება ტყვეობიდან... ყველაფერი დაგეგმა საავადმყოფოში ყოფნის დროს. დადგა ნანატრი დღეც როდესაც წლების შემდგომ კესანე და შიო უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მათი შუამავალი მათივე მეგობარი იყო, შუადღე გადასულიყო მზე ჩასვლას აპირებდა, ოდნავ ქარი ქროდა ზაფხულის მცხუნვარე საღამოს გრილი ჰაერი ჩანაცვლებოდა, შიო ბოლომდე არ იყო გამოჯანმრთელებული, სამხედრო ფორმა გაეხადა ღია ცისფერი ზედა ეცვა, ჯინსის შარვალი მოუთმენლად ელოდა მის ბეღურას, თითქოს ამ წამებმა ახალგაზრდული ჟინი შემატეს, სახე ერთიანად უბრწინავდა, ისევ მოუთმენლად ელოდა მას, გამოჩნდა ერთიანად შეიცვალა ისევ ყმაწვილკაცად იქცა მის დანახვაზე კესანე ნარნარად მოაბიჯებდა მაგრმა მას დასტყობოდა ბედის უკუღმართობა სახეზე სევდა გამოსჭიოდა, ისევ ისეთი ნარნარი ხმა შემორჩენოდა თმა გაეშალა, უფრო მეტად მოეწონა შიოს მისი მიხვრა მოხვრა, ცხოვრებისეული სიბრძნე კესანეს სახეზე. შეჩერდნენ ირგვლივ ყველაფერი გაქრა აღარც ხეები იყო აღარც მანქნანების გამაყრუებელი ხმა, თითქოს უცნაურ მორევში მოყვნენ სადაც მხოლოდ ორი ერთმანეთისგან მოწყვეტილი გული შეხვდა ერთმანეთს ხმა ვერ ამოიღეს, მხოლოდ იდგნენ და შესცქეროდნენ ერთმანეთს კესანეს გული წაუვიდა მკლავებში ჩაუვარდა მის უფლისწულს, მათი ბაგეები დაეკონენ ერთმანეთს, დიდხანს იყვნენ მიწაზე მსხდომარენი მხოლოდ ორნი ამ დედამიწის გულზე ორი ერთად ქცეულნი, ხმა ვერ ამოღეს. მე მე წამოვალ გეფიცები წამოვალ მეტი აღარ შემიძლია შენ არ იცი რა მტკივნეული მასთან ყოფნა ჩემთვის, ვერ წარმოიდგენ რა ცუდი ადამიანი ვარ, ვერ დავიცავი ჩვენი სიყვარული, ვერ გითხარი რა ხდებოდა, არა მე მასთან აღარ ვიცხოვრებ მასზე უარს ვიტყვი თუნდაც მომკლას წამითაც ვეღარ გავძლებ უშენოდ, რა ბედნიერება შენს გვერდით ყოფნა შენს მკერდზე თავის დადება როგორც მაშინ ადრე, არა ეს ჯოჯოხეთი უნდა დასრულდეს, ხომ მაპატიებ გთხოვ მითხარი რომ მაპატიე და შემინდე ჩემი უსუსურობა, გაუბედაობა, მე დამნაშავე ვარ... შიო დასცქეროდა და ხმას არ იღებდა ტკბებოდა მისი ცქერით მისი სიახლოვით. გამოგიშვებს? რა განმგმირავი სიტყვები იყო ეს კესანესთვის ნუთუ არ ვუყვარვარ ნუთუ არ იბრძოლებს, თვალებიდან ცრემლები წასკდა მისი ცხოვრებისთვის ეს ჩვეული იყო, მაგრამ ეხლა სულ სხვანაირად სტკიიოდა გული ეშინოდა დაკარგვის. გამომიშვებს ის მე უარს არ მეტყვის და თან აღარ ვუყვარვარ. გაიქცა სახლისკენ.
მეუღლის სამსახურთან ახლოს ცხოვრობდა, სახლში შევიდა არ დახვდა ოჯახში,, პირველ რიგში ქორწილის სურათი გატეხა ხოლო სურათები კი ნაკუწებად აქცია, შეშლილივით ედებოდა ოთახებს, უკვე ბოლო წლები სხვადასხვა საძინებელში ეძინათ, ბარგის ჩალაგება დაიწყო და აი ისიც მისი გამგირავი ყვირილის ხმა, ლანძღვა მიხვდა თუ რა ხდებოდა, უცებ კესანეს სახეზე სილის გარტყმა და ლოგინზე ეცემა ყრუ ტირილის ხმა ხოლო ისევ სილა სახეში, კესანე უხმოდ იტანს ყოველივეს შეჩვეული იყო, ტელეფონზე ზარი შიო ვერ უპასუხა, ქმრის ჩხუბი არ გაგატან ეს ყველაფერი ჩემი ფულით არის ნაყიდი, შენ რა შექმენი შვილიც ვერ მაჩუქე ქალად არ ვარგხარ მხოლოდ იმ უვარგის შეუძია შენაირი ვითომ ქალი უყვარდეს, მე ვერ გამაბედნიერე და არც შენ გაღირსებ ბედნიერებას, არ დავუშვებ რომ შენ ბედნიერი იყო არასოდეს, კესანე ფეხზე წამოდგა ამაყად წელში გასწორდა და გავიდა სახლიდან წავიდა... მან ვეღარ შეძლო ამდენი ქმრის დამცირების ატან ახლა უკვე ძალაც შესწევდა რომ მის საწინააღმდეგოდ წასულიყო, ხალხში ამაყად მიაბიჯებდა და არავის ყურს არ უგდებდა, დაუბრუნდა თავის კერას საიდანაც არ უნდა წასულიყო, სახლი ცარიელი დახვდა მშობლები აღარ იყვნენ ცოცხალნი, ხოლო ძმა სხვაგან გადასულიყო საცხვორებლად. კარი შეაღო თუ არა ნესტის სუნი ეცა, კედლებს ობობის ქსელი მოკიდებოდა როგორც მის გულს, აღარ სუფედა სიხალისე და სიცოცხლე, კარადიდან დედის დანატოვარი პირსახოცი გამოღო დაასველა და მტკივან ადგილას დაიდო. მთელი ღამე გაათენა ფიქრში ფანჯარასთან ჩამომჯდარი მტვრიან მაგიდაზე ფინჯანი ყავა ედგა და მთვარეს გასცქეროდა გდაწყვიტა საბოლოოდ დაშორება, ხვალვე შევიტან საჩივარს, და თან ფაქტიც სახეზეა მან მე ხელი გამარტყა, იმედია სამართალი უფრო მაღლა დგას ვიდრე გავლენა ჩემი მეუღლის, დილა ისე გათენდა  თითქოს არც დაღამებულიყოს მხოლოდ სინათლემ შეაფხიზლა კესანე, წამოდგა სკამიდან სააბაზანოში გაემართა, სახეზე ცივი წყალი შეისხა და სასამართლოსკენ გაემართა, იქვე მოიძია ადვოკატი, სამწუხაროდ ამის გაგებაზე მისი მეუღლე უფრო აღშფოთდა დაემუქრა ეს ყველაფერი კი კესანეს სასარგებლოდ გადაწყდა, შიომ დილით მოიძია და შემთხვევით დალურჯებულს წააწყდა ქუჩაში, არც უკითხია მიზეზი ისე შევარდა კესანეს მეუღლის სამსახურში და მოითხოვა მასთან შეხვედრა, მოახსენეს რომ სასამართლოში იყო,ეს სიტყვები მას მალამოდ დაედო გულზე, მისი ბეღურა ერთ ღამეშ არწივად ქცეულიყო, იმ არწივადდ, რომელიც მსხვერპლს ეძებს და იტაცებს, ნაზი ბეღურა არწივი ეს სიყვარულის მიერ მოხდენილი დიდი საოცრება, გამბედაობა  მოიკრიბა და ცხოვრებას შეეჭიდა თვალგახელილი, კესანეს და მისი მეუღლის სასამართლო იმ დღესვე დამთავრდა მეუღლეს ჯარიმა დააკისრეს, რადგანაც ქალაქის მერი იყო, ხოლო კესანეს გააშორეს და ყოველგავრი ქონება ჩამოართვეს მეუღლემ დაუბლოკა საკრედიტო ბარათები მან შეუმცირა ყოველგვარი ხარჯები, ეს კესანესთვის აღარ იყო მთავარი არ ეშინოდა მისმა სიყვარულმა გაომარჯვა, შეეძლო შიოსთვის მიეძღვნა მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე...
მართლაც სასამრთლოს კართან უცდიდა შიო უცდიდა მის ნაზ არსებას, რათა გულში ჩაეკრა და იარები დაემებინა.... განვთავისუფლდი შიო გესმის თავისუფალი ვარ რასაც მინდა იმას ვიზამ, სხვის ნებას აღარ დავემორჩილები ბედნიერი ვარ ,ამ ქვეყნად მხოლოდ მე და შენ ვართ სხვა არავინ, შიო ეამბორა და სასამართლოდან გამოსულ კესანეს ქმარს მოულოდნელი მუშტი უთავაზა, გაიმართა ღირსებისთვის ბრძოლა, შიო აშკარა უპირატესობას გრძნობდა მაგრამ მან თავისი ძალა არ გამოიყენა, მხოლოდ კესანეს სიყვარული კმაროდა მტრის დასამარცხებლად და მართლაც ასე მოხდა კესანეს და შიოს სიყვარულმა კესანეს ყოფილ ქმარს ქედი მოახრევინა, დანებდა ნამვილ სიყვარულს და მისცა გზა ფართო... ნამდვილი სიყვარული დაუსრულებელია და უშრეტი წყაროა....

Комментариев нет: